Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მიცვალებულები ვერ დავასვენეთ, სამი მიცვალებული სამადლოდ კლუბის შენობაში გადავასვენეთ,'- ავარიული კორპუსის ბინადრები დახმარებას ითხოვენ

თარიღი : 23-03-2017, 14:35 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, გუგუნავას 12 ნომერში მდებარე ავარიულ კორპუსში მცხოვრები 10 ოჯახი დახმარებას ითხოვს.

ავარიული კორპუსის ბინადრები ადგილობრივ ხელისუფლებას ან ალტერნატიულ საცხოვრებლებს ან კიდევ არსებული შენობის რეაბილიტაციას სთხოვენ.

მოსახლეობა განმარტავს, რომ მათი პრობლემებით მხოლოდ არჩევნებზე ინტერესდებიან, დაპირებებსაც გასცემენ, თუმცა შესრულებულ დაპირებებს ადგილობრივები ვერ იხსენებენ.
„ყველა ხედავს რა საცოდავ მდგომარეობაში ვართ. სახურავი არ აქვს კორპუსს, გადახდილია. ჭერიდან ისე ცვივა მასალები, დერეფანში გამოსვლის გვეშინია. სამი მიცვალებული გვყავდა ამის წინ აქ. პირობები რომ არ იყო, მიცვალებულები ვერ დავასვენეთ, გარეთ გავიყვანეთ და სამადლოდ, კლუბის შენობაში გადავასვენეთ. ეს არის ცხოვრება? ჩვენც ხომ ადამიანები ვართ, მოგვაქციონ ყურადღება,“ - აცხადებს ავარიული კორპუსის ერთ-ერთი მკვიდრი ლეილა ყურაშვილი.

მოსახლეობის მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ კორპუსს არ აქვს წყალი და ბუნებრივი აირი.

ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ავარიული კორპუსის ბინადრებს ქუთაისის მერიისთვის განცხადებით მიმართვა შეუძლიათ. მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის ვლადიმერ ნაკაშიძის თქმით, განცხადების საფუძველზე ადგილობრივი ხელისუფლება მათ სხვადასხვა პროგრამაში ჩართავს.


ნანახია: 2365-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც კორპუსის მკვიდრები აცხადებენ, კორპუსი ავარიულია და შეკეთებას საჭიროებს. ისინი ქალაქის ხელისუფლებას დახმარებას ერთი წელი
იმის გამო, რომ კორპუსს სახურავი დამწვარი აქვს, უხვი ნალექის გამო, კორპუსის მაცხოვრებელთა უმრავლესობის სახლებში წყალი ჩავიდა.
კორპუსისთვის პრობლემას კანალიზაციის სისტემის გაუმართაობა წარმოადგენს.
კორპუსის მკვიდრები ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბარში აცხადებენ, რომ გუბერნატორი მათ შეხვდა და დახმარებას
აღნიშნული კორპუსი გასულ თვეში ძლიერმა ქარმა სახურავის გარეშე დატოვა.

ამინდი