IDFI - გაერო-ს კვლევით, თუ საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკა არ შეიცვალა, ქვეყნის მოსახლეობა 2050 წლისთვის 2 985 000 გახდება
თარიღი : 23-03-2017, 11:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

გაერო-ს მიერ ჩატარებული კვლევებისა და დემოგრაფიული სიტუაციის პროგნოზის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკა და სტრატეგიები არ შეიცვალა, ქვეყნის მოსახლეობა 2050 წლისთვის 2 985 000 გახდება, - ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 2002 წლის აღწერის შედეგებთან (4 371 535 ადამიანი) შედარებით 15%-ით შემცირდა და მოსახლეობის საერთო რაოდენობამ 3 713 804 ადამიანი შეადგინა.
„მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში შობადობის მაჩვენებლის უარყოფითი ტენდენციები არ შეინიშნება, დემოგრაფიულ საკითხებში ექსპერტთა ვარაუდით, უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუარესდება. ვარაუდი გამყარებულია იმ მოსაზრებით, რომ 2017-2018 წლებიდან ქორწინებისა და რეპროდუქციული პოტენციალის ასაკში შევა 90-იან წლებში დაბადებული მოსახლეობა, როდესაც საქართველოში შობადობა ძალიან დაბალი იყო. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშაოს შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკა დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ საქართველოში განხორციელებული ბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობის კვლევების მიხედვით, ოჯახებში ბავშვთა რაოდენობის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება სიღარიბის მაჩვენებელიც. შესაბამისად, დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების კონტექსტში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკის არსებობა მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების თვალსაზრისით.
პოლიტიკის ნარკვევის მიზანია საქართველოში დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების მიზნით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესწავლა და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით, საქართველოში ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციების შემუშავება.
საქართველოში არსებული დემოგრაფიული გამოწვევების ფონზე მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრატეგიის არსებობა, რომელიც უზრუნველყოფს შობადობასთან დაკავშირებული მოსალოდნელი რისკების მაქსიმალურად შემცირებას. ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის #262 დადგენილებით დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცება. თუმცა, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არსებული ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკისა და საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოში არსებული ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებასა და მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური მხარდაჭერის სათანადო პირობების შექმნას და საჭიროებს გაუმჯობესებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით“, - ნათქვამია განცხადებაში.