Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე ბატონმა სერგეენკომ გაჭირვებული მოსახლეობისთვის სოციალური დახმარების მასობრივი მოხსნა დაიწყო"

თარიღი : 22-03-2017, 16:58 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
დავით სერგეენკო დღემდე ვერ აცნობიერებს, რომ ის საქართველოს ჯანდაცვის მინისტრია, - ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა მამუკა ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან საერთოდ უგულვებელყოფილია ის აქტუალური საკითხები, რომლის წინაშეც დღეს საზოგადოება დგას.

„2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე ბატონმა სერგეენკომ გაჭირვებული მოსახლეობისთვის სოციალური დახმარების მასობრივი მოხსნა დაიწყო. ოქტომბრიდან დღემდე საარსებო შემწეობის გარეშე 40 000 ადამიანი დარჩა. სამწუხაროა, მაგრამ სერგეენკო დღემდე ვერ აცნობიერებს, რომ ის საქართველოს ჯანდაცვის მინისტრია, რომ ის ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე და არა ოლიგარქის წინაშე“, - განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა და სოციალური დახმარების მოხსნის რამდენიმე მაგალითი დაასახელა.


ნანახია: 1840-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნული განცხადება 'ევროპული საქართველოს' დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა.
როგორც სერგეენკო აცხადებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟში მსხდომების დაზიანებები მსუბუქია, სამართალდამცველების კი, _
ტყიბულის მაღაროში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცალსახად არის შრომითი დავა, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
იმერეთის რეგიონს 12 მაღალი და 3 საშუალო გამავლობის ავტომანქანა გადაეცა.

ამინდი