მცოცავ მიწაზე მდებარე ხონის სოფელ გორდის სკოლისათვის შესაძლოა ახალი შენობა ააგონ
თარიღი : 22-03-2017, 14:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში დანგრევის პირას მყოფი სკოლის შენობის ნაცვლად, შესაძლოა ახალი სკოლა აშენდეს. სკოლისათვის ახალი შენობის აგების თუ უკვე არსებული შენობის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება გეოლოგების დასკვნაზეა დამოკიდებული.
სოფელ გორდის სკოლა მცოცავ მიწაზე მდებარეობს, რის გამოც სკოლის შენობის კედლები დაბზარულია. სასწავლო პროცესი ამ დროისთვის შენობის მხოლოდ ნაწილში მიმდინარეობს. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, დაკეტილია სკოლის ცენტრალური შესასვლელიც.

საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ს განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში განუცხადეს, რომ სოფელ გორდის სკოლის საკითხს დედამიწის შესწავლის ინსტიტუტი სწავლობს. სააგენტოში იმასაც ამბობენ, რომ გეოლოგების დასკვნამდე სკოლის შესახებ კონკრეტულ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ.