ქუთაისში, ლიფტებში მოქალაქეთა გაჭედვის ფაქტები გახშირდა-როგორ შველიან მეხანძრე-მაშველები გაჭედილ მოქალაქეებს?
თარიღი : 21-03-2017, 18:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების კორპუსების ლიფტებში მოქალაქეთა გაჭედვის ფაქტები გახშირდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, გაჭედილი მოქალაქეების დახმარება მაშველებს ყოველდღიურად უწევთ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში იმასაც აცხადებენ, რომ პრობლემა მთელი ქალაქის მასშტაბით მწვავედ დგას.
მაშველები იმასაც ამბობენ, რომ ლიფტში გაჭედილი მოქალაქეების ნაწილი ფაქტს მშვიდად, ხოლო ნაწილი პანიკით ხვდება.
„ასეთი შემთხვევები ხშირია. პირველ რიგში ლიფტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა ხდება. შემდეგ მეხანძრე-მაშველი აღებს ლიფტის შახტის კარს და ლიფტის ზემოდან აღწევს შახტაში, სადაც განლაგებულია გორგოლაჭები, გორგოლაჭების დატრიალების შემდეგ კარი იხსნება და მეხანძრე-მაშველს გამოჰყავს ლიფტში ჩარჩენილი მოქალაქე,“ - ამბობს მაშველი თეიმურაზ ხვადაგიანი.
ცნობისთვის, ქუთაისში, მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში არსებული ლიფტების რეაბილიტაციას მერიის მიერ შემუშავებული რეაბილიტაციის პროგრამა ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი ხელისუფლება ლიფტების რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხის 90 %-ს, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა 10%-ს იხდის.