თოვლმა იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში 45 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა
თარიღი : 9-12-2013, 12:12 | კატეგორია: ახალი ამბები

იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში "ენერგო-პრო ჯორჯიას" 45 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. აღნიშნულის მიზეზი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების დაზიანება გახდა. ელექტროენერგია არ მიეწოდება ვანისა და ბაღდათის რაიონულ ცენტრებს. ხოლო ელექტროენერგიის სადენების წყვეტის გამო, გამორთულია ფიდერები.
"ამ დროსთვის, ბაღდათის და ვანის გარდა, რაჭისა და იმერეთის ყველა ქალაქს ძაბვა მიეწოდება. ძირითადად პრობლემებია მაღალმთიან ზონებში. უამინდობა ხელს უშლის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას, თუმცა "ენერგო-პრო ჯორჯიას" მაღალი და დაბალი ძაბვის სპეციალისტები დილიდანვე მუშაობენ ავარიების აღმოსაფხვრელად, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხდეს დაზიანებების აღმოფხვრა და მომხმარებლისთვის ძაბვის მიწოდების აღდგენა," - კომპანიის პრესსამსახური თეონა გეგუჩაძე.