Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის გუბერნიაში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს უმასპინძლეს

თარიღი : 21-03-2017, 13:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იმერეთის გუბერნატოროს ადმინისტრაციის ინიციატივით, რეგიონში მცხოვრები ბავშვებისთვის ღონისძიება მოეწყო ლოზუნგით - „ჩვენ ქრომოსომებს არ ვითვლით!“

იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ დაუნის სინდრომის მქონე 50 ბავშვი გუბერნიაში მიიღო. მათ გუბერნატორისგან საჩუქრები მიიღეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

„დღეს 21 მარტია და დღევანდელი დღე დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვების დღეა. ჩვენ გვესტუმრა 50 ბავშვი იმერეთის 12ვე მუნიციპალიტეტიდან და ძალიან გახარებულები ვართ, კარგი და მხიარული დრო გავატარეთ ერთად. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აწი ერთმანეთს შევხდეთ არა მხოლოდ ამ დღეს, არამედ სხვა დღეებშიც და დავგეგმეთ, რომ ქუთაისში და სხვა მუნიციპალიტეტებში დავესწროთ ერთად სხვადასხვა სპექტაკლს და საბავშვო ღონისძიებებს,“ -აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა.

ღონისძიებას ქუთაისის მერი შოთა მურღულიაც ესწრებოდა. მურღულიას თქმით, ყველა ადამიანის მოვალებაა ჩაერთოს დღევანდელი დღის აღნიშვნაში.

„ყველა ადამიანის სურვილი და მოვალეობა უნდა იყოს, რომ ამ დღის აღნიშვნაში მონაწილეობა მიიღოს და მეტი სიხარული და პოზიტივი მისცეს ამ ბავშვებს. ესენი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან და რაც უფრო გავითავისებთ ამათ, მით უფრო გავაბედნიერებთ მათ,“- განაცხადა მურღულიამ.

ადამიანების უმეტესობას თითოეულ უჯრედში 46 ქრომოსომა აქვთ. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს კი ერთი მეტი - 47. სწორედ ამ ქრომოსომების ზედმეტი რაოდენობა იწვევს დაუნის სინდრომს და მათი სპეციფიკური გონებრივი და ფიზიკური მახასიათებლების ერთობლიობას.

მარიამ კვერნაძე


ნანახია: 2408-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ცნობისთვის, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2012 წლიდან აღინიშნება.
დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მსოფლიო დღე 21 მარტს აღინიშნება.

ამინდი