Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის გუბერნატორი ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს

თარიღი : 21-03-2017, 12:56 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

"მინდა საქართველოში მცხოვრებ ყველა ჟურნალისტს მივულოცო პროფესიული დღე. ჟურნალისტიკა–ეს არის ქვეყნის მეოთხე ხელისუფლება, თქვენ ქმნით საზოგადოებრივ აზრს და მინდა გისურვოთ ყველაზე მთავარი–ხალხის ნდობა, ნდობა კი სიმართლის გარეშე შეუძლებელია. ამ პროფესიაში მნიშვნელოვანია ობიექტურობის შენარჩუნება და პირადი ინტერესებისგან გათავისუფლებაა, მხოლოდ ასე მიიღება ნამდვილი ჟურნალისტური პროდუქტი, რომელსაც რაიმე სახის ღირებულება გააჩნია.

წარმატებებს გისურვებთ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში. იყავით თავისუფლები, დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები. ასევე, ერთგულ და დიდ აუდიტორიას, ბევრ ექსკლუზივსა და ჯანსაღ გარემოში საქმიანობას გისურვებთ. მჯერა, რომ თქვენთან ერთად, თავისუფალი სიტყვის თქმით, ხელს შევუწყობთ დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას.

თამამად აღვნიშნავ, რომ იმერეთის რეგიონს ყველაზე ძლიერი ჟურნალისტთა კორპუსი ყავს. თქვენი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარების საქმეში. მე კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და თითოეულს გისურვებთ საინტერესო საქმიანობას,"- ნათქვამია გუბერნატორის მილოცვაში.

21 მარტს, ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება. ქართული ჟურნალისტიკის დღე საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს ერთობლივად დააწესეს.


ნანახია: 1319-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე ჟურნალისტებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს. TOPNEWS.COM.GE მიმართვის ტექსტს სრულად გთავაზობთ.
ქუთაისის მერი შოთა მურღულია ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
ქართული ჟურნალისტიკის დღე საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს ერთობლივად დააწესეს.
ქართული ჟურნალისტიკის დღე საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს ერთობლივად დააწესეს.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა ქალაქის საკრებულოს სხდომიდან ჟურნალისტებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა.

ამინდი