იმერეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური მძღოლებს აფრთხილებს
თარიღი : 9-12-2013, 11:43 | კატეგორია: საზოგადოება

იმერეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური მძღოლებს რაიონებში მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გარეშე გადაადგილებისაკენ თავის შეკავებას ურჩევს.
სამსახურის უფროსის მოადგილის აკაკი ტყავაძის თქმით, ყველა რაიონში თოვლი დიდია. ამიტომ, მძღოლებმა გადაადგილებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.
"წუხელ მაშველებმა მთელი ღამე გავათენეთ წყალტუბო-ცაგერის დამაკავშირებელ გზაზე, ე.წ. გელავერის პერევალზე, საიდანაც თოვლსი მყოფი მიკროავტობუსის ამოყვანას ვცდილობდით," - ამბობს ტყავაძე Topnews.com.ge-სთან საუბარში.
ცნობისთვის, თოვლის გამო, ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური დასუფთავებისა და საგანგებო სამსახურებთან ერთად მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.