'შვილს ცალი თვალი არ ჰქონდა, რის გამოც მამა ხშირად დამამცირებელი სიტყვებით მიმართავდა,'- რა გახდა ვანში მომხდარი მკვლელობის მიზეზი?
თარიღი : 17-03-2017, 16:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

მკვლელობა მოხდა ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარში. როგორც საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთვის გახდა ცნობილი, შვილმა მამა თოფით მოკლა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
მკვლელობაში ბრალდებულის დედის ინფორმაციით, მკვლელობა შეურაცხყოფის ნიადაგზე მოხდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მისი შვილი მესამე ჯგუფის ინვალიდია, არ ჰქონდა ცალი თვალი, რის გამოც მამა ხშირად დამამცირებელი სიტყვებით მიმართავდა.
მეზობლების ინფორმაციით კი, მკვლელობაში ბრალდებულიც და მოკლულიც კარგი ადამიანები იყვნენ, თუმცა მათ შორის, ”როგორც ყველა ოჯახში, გარკვეული პრობლემები არსებობდა”.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს. მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.