Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'სხვა საქართველო,'-კლუბ 'თეთნულდის' გამოფენა ქუთაისში

თარიღი : 16-03-2017, 17:46 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
"სხვა საქართველო," - ასეთია იმ გამოფენის სახელწოდება, რომელიც ქუთაისში, "თი ბი სი ბანკის" საგამოფენო სივრცეში, მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბ "თეთნულდის" მიერ გაიმართა. გამოფენაზე ის ფოტოები იყო წარმოდგენილი, რომელიც კლუბის წევრებმა ირანში მოგზაურობის დროს გადაიღეს.

კლუბ "თეთნულდის" 5-კაციანი ექსპედიცია ირანში, ფერეიდნელ ქართველებთან შესახევრად 2017 წელს იმყოფებოდა. ადგილობრივ მთამსვლელთა კლუბ "შაჰან კუჰთან" ერთად, "თეთნულდელებმა" მწვერვალი "შაჰან კუჰი", მწვერვალი "მთაციხე" დალაშქრეს და მარანჯაბის უდაბნო მოინახულეს.
http://i.imgsafe.org/a9648d45ef.jpg
ექსპედიციის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ჯანელიძემ იმ ემოციებზე ისაუბრა, რომელიც ფერეიდნელ ქართველებთან შეხვედრისას განიცადეს.

"სასიამოვნო ფაქტი იყო ის, რომ ფერეიდნელი ქართველები დღემდე ქართულ ენაზე საუბრობენ და ბავშვებსაც ასე ზრდიან," - ამბობს გიორგი ჯანელიძე.

მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბი "თეთნულდი" არასამეწარმეო, არაკომერციულ, იურიდიულ პირს წარმოადგენს. კლუბის მიზანს საქართველოში მთამსვლელობის, სპელეო ტურიზმის, კანიონიგის, სამთო სპორტის პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. კლუბ "თეთნულდის" მიზანს ასევე წარმოადგენს დაინტერესებული ახალგაზრდების შეკრება, მათთვის თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება მთაში გადაადგილებასა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების სფეროში.

ცნობისთვის, კლუბ "თეთნულდის" მიერ ირანში განხორციელებულ ექსპედიციას ფინსანსურ მხარდაჭერას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" და ხორცპროდუქტების კომპანია "ექსტრა მითი" უწევდა.


ნანახია: 1522-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში არსებული მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბ 'თეთნულდის' წევრები ირანში იმყოფებოდნენ, სადაც იქ მცხოვრებ ქართველებს შეხვდნენ და
"კრისტალი" რაგბის კლუბ "ბაგრატ"-ს დააფინანსებს.
კლუბი, რომლის მიზანს ახალგაზრდა თაობებში მეკლდეურობისა და ალპინიზმის პროპაგანდა, ექსტრემალური, სამთო და სამოგზაურო ტურების
მთამსვლელი შარამ ონიკაძე საქართველოში მოგზაურობის შემდეგ, დაუფარავი სიხარულით საუბრობს სამშობლოზე და ღიად საუბრობს მისი ნახვით
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ

ამინდი