Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერის ორმა მოადგილემ 6 თვეში 35 000 ლარამდე პრემია-დანამატი აიღო

თარიღი : 16-03-2017, 14:26 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერის მოადგილეებს ნოდარ მიქიაშვილსა და კონსტანტინე ქავთარაძეს 6 თვეში 34 860 ლარის ოდენობის პრემია-დანამატი აქვთ აღებული.

მოწოდებული საჯარო ი ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ნოდარ მიქიაშვილი ყოველთვიურად ხელფასის ოდენობის პრემიას იღებს, ხოლო მისი დანამატი ხელფასის 40%-ს შეადგენს. მისი ხელფასი 2100 ლარია, შესაბამისად მისი პრემიაც 2100 ლარი გამოდის, ხოლო დანამატი 840. მიქიაშვილის პრემია დანამატმა 6 თვეში 17 640 ლარის ოდენობის პრემია-დანამატი აქვს აღებული.

რაც შეეხება მერის მოადგილეს კონსტანტინე ქავთარაძეს, მას 17 220 ლარის ოდენობის პრემია-დანამატი აქვს აღებული. მისი ყოველთვიური ხელფასი 2050 ლარია, ამავე რაოდენობის პრემია აქვს აღებული მას, ხოლო დანამატი ხელფასის 40% - 820 ლარი.

აღნიშნული ოდენობის პრემია-დანამატი ქუთაისის ვიცე-მერებმა 2016 წლის ივლისიდან, 2017 წლის იანვრამდე აიღეს.

წყარო: აიპრესი


ნანახია: 11709-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საახალწლო პრემიის გარდა, 11 თვის განმავლობაში მერიაში პრემიის სახით გაცემულია 32 850 ლარი, რაც შეეხება დანამატს, მერიაში 265
'ქუთაისის მერის ორმა მოადგილემ 6 თვეში 35 000 ლარამდე პრემია-დანამატი აიღო,' -აღნიშნული სახელწოდებით გავრცელებულ მასალაზე
გუბერნიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დანამატი მიიღო იმერეთის გუბერნატორმა და მისმა ოთხივე მოადგილემ.
საკრებულოსგან განსვავებით, გამგეობაში პრემია გაიცა, თუმცა სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, მცირე ოდენობით.
საჯარო ინფორმაცია იმერეთის მთავარმა საინფორმაციო სააგენტომ გამოითხოვა.
topnews.com.ge მკითხველს თვალსაჩინოებისთვის აჩვენებს მერიასა და ასევე იმ ააიპებს, სადაც მიმდინარე წელს პრემიები და დანამატები

ამინდი