კახა კუკავა: 'ქართული ოცნება' და 'ნაციონალური მოძრაობა' შეთანხმებულად მოქმედებენ, ამიტომ ეროვნული ძალები უნდა გავერთიანდეთ
თარიღი : 15-03-2017, 14:27 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

პარტია "თავისუფალი საქართველო" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვნებისათვის მზადებას იწყებს. აღნიშნულის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ ქუთაისში, ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. კუკავამ ეროვნულ ძალებს "თავისუფალ საქართველოსთან" გაერთიანება და მაჟორიტარების თუ მერობის კანდიდატების ერთობლივად წარდგენა შესთავაზა. კახა კუკავამ ისიც აღნიშნა, რომ ეროვნული ძალების გაერთიანება აუცილებელია, რადგან "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებულად მოქმედებენ. დღესვე ცნობილი გახდა, რომ "თავისუფალ საქართველოსთან" ითანამშრომელბს "ძალოვან ვეტერანთა და პატროტთა პოლიტიკური მოძრაობა".