მევენახეობის კოოპერატივებს სასოფლო-სამეურნეო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ
თარიღი : 14-03-2017, 19:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

საქართველოს მთავრობა მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციას აცხადებს.
პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კოოპერატივს 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცემა, ხოლო კოოპერატივმა - საწარმოს შენობა-ნაგებობის მოწყობა უნდა უზრუნველყოს.
სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ტექნიკურ დახმარებასაც, რომლის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ჩაუტარდებათ სწავლება როგორც ღვინის საწარმოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ და მეთოდოლოგიურ საკითხებზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებთან დაკავშირებით.
სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია შესაძლებელია სასოფლო-სამეუნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge.
საქართველოს მასშტაბით უკვე დარეგისტრირებულია 1505 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი.