Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას აკეთებს ქუთაისის მერია საშიში საცხოვრებელი კორპუსების დასახმარებლად?

თარიღი : 14-03-2017, 19:02 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მომხდარ უბედურ შემთხვევას, რომელსაც 12 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა, ქუთაისის მერიაში ეხმიანებიან. შემთხვევა ირაკლი აბაშიძის 10 ნომერში მოხდა. გოგონას გარდაცვალება აღნიშნულ მისამართზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან ფასადის ნაწილის ჩამოვარდნას მოჰყვა.

მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის უფროსი ვლადიმერ ნაკაშიძე ამბობს, რომ ქუთაისის მერიას აქვს პროგრამა, რომელიც საცხოვრებელი კორპუსების პარაპეტების შეკეთებას ითვალისწინებს.

"პროგრამა მოქალაქეთა მხრიდან მომართვიანობის შემთხვევაში ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში, სამუშაოების ღირებულების 90%-ს ქალაქის მერია ფარავს, ხოლო 10%-ს მოქალაქეები იხდიან. პროგრამის განხორციელება ბინათამხანაგობების აქტიურობაზეა დამოკიდებული. რამდენი განაცხადიც შემოვა ამ საკითხზე, იმდენი დაკმაყოფილდება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე," - ამბობს ვლადიმერ ნაკაშიძე.


ნანახია: 3655-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში უკვე მეხუთე დღეა ძლიერი ქარია.
მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი მოვალეობის შემსრულებლის, ჯონი არაბიძის თქმით, ქალაქის მასშტაბით
მაია ტაბლიაშვილი ამბობს, რომ ათი წელია ცხოვრება ელექტროენერგიის გარეშე უწევს.
პარტია 'თავისუფალი საქართველოს' იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია ხელისუფლებას ქუთაისში, საცხოვრებელი კორპუსების

ამინდი