Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამტრედიაში მავნე მწერს-'აზიურ ფაროსანს' ებრძვიან

თარიღი : 14-03-2017, 16:00 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამტრედიის მუნიციპალიტეტში ინვაზიური მავნებელი მწერის- ,,აზიური ფაროსანის“ წინააღმდეგ ზომებს მიმართავენ.

როგორც სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერი ფოცხვერიამ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, "აზიური ფაროსანი" დიდ ზიანს აყენებს როგორც ქალაქ სამტრედიას, ისე მის სოფლებს.

"გასულ წელს თხილის პლანტაციები გაგვინადგურა. ახლა ეს მწერი სახლის სახურავებზე იმალება და მაისიდან ეწყება პოპულაციის პერიოდი. ამიტომ, ჩვენ ვთხოვეთ სახელმწიფოს, რომ დაგვხმარებოდა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოხდება შხამქიმიკატებით მომარაგება და ტერიტორიების შეწამლვა," - ამბობს ვალერი ფოცხვერია.

2017 წელს აღნიშნიშნული მწერის საწინააღმდეგო შეწამლვა სახელმწიფო პროგრამით მხოლოდ გურია–სამეგრელოს რეგიონებში ამოქმედდა, თუმცა იმერეთის რეგიონში პროგრამაში მხოლლოდ სამტრედიის მუნიციპალიტეტი ჩაისვა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს "აზიური ფაროსანის" მიერ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით თხილისა და სხვა ნარგავების პლანტაციები განადგურდა


ნანახია: 3252-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბრისას იმერეთის ვიცე-გუბერნატორი ამბობს, რომ მავნე მწერი არეალს აფართოებს, რის
მავნებლის საწინააღმდეგო პესტიციდები იმერეთის მხარის სამი მუნიციპალიტეტის- ვანის, ხონისა და სამტრედიის მცხოვრებლებმა მიიღეს.
აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდადა 2016 წელს გავრცელდა. მ
ამის შესახებ დღეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ პრესკონფერენციაზე სააგენტოს უფროსის მოადგილემ გიორგი იაკობაშვილმა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანში მავნე მწერი აზიური ფაროსანა მოსახლეობას სახლებში შეესია.

ამინდი