Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბაღდათი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც 2016 წელს საკრებულოში პრემია არ გაცემულა

თარიღი : 14-03-2017, 12:10 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
"საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" კვლევების მიხედვით, იმერეთის რეგიონის 12 მუნიციპალიტეტიდან ბაღდათი ერთადერთია, სადაც გასულ წელს არც პრემია და არც დანამატი არ გაცემულა.

საკრებულოსგან განსვავებით, გამგეობაში პრემია გაიცა, თუმცა სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, მცირე ოდენობით.

"იმერეთის მხარეში, ყველაზე დიდი ოდენობით პრემია და დანამატი გაიცა ქუთაისში, შემდეგ არის ზესტაფონი და ამ მუნიციპალიტეტებს მოსდევს სამტრედია. ბაღდათის საკრებულოში კი 2016 წელს პრემია და დანამატი საერთოდ არ გაცემულა, რაც შეეხება გამგეობას, აქ 17 500 ლარის პრემია და დანამატი გაიცა მთელი წლის განმავლობაში,"- ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" იურისტი ლელა მოწონელიძე.

შეგახსენებთ, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, იმერეთის მუნიციპალიტეტებში 2016 წელს გაცემულმა სახელფასო ანაზღაურებამ 22 323 636 ლარი შეადგინა. აქედან, გამგეობებში/მერიაში სახელფასო ანაზღაურებაზე 17 217 253 ლარი დაიხარჯა, ხოლო საკრებულოებში - 5 106 383 ლარი. მუნიციპალიტეტებში გაცემულმა პრემია/ჯილდო/დახმარება/სახელფასო დანამატთა ჯამმა წლის განმავლობაში 3 360 132 ლარი შეადგინა, აქედან გამგეობებში - 2 592 786 ლარი, ხოლო საკრებულოებში - 767 346 ლარი გაიხარჯა.


ნანახია: 1546-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წულაიას თქმით, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში და მათ შორის ქუთაისში სოციალური ფონი გაუარესებულია, ქალაქის ხელისუფლება პრემიების
აღნიშნულთან დაკავშირებით კვლევას 'საერთასორისო გამჭვირვალობა-საქართველო' აქვეყნებს.
2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებში გაცემული პრემიისა და სახელფასო
ორგანიზაციის იმერეთის ოფისის კოორდინატორის ლელა მოწონელიძის თქმით, მურღულია მონიტორინგით დაინტერესდა და მათ არასამთავრობოს
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებსა და თანამრომლებზე 2018 წელს პრემია ან სახელფასო დანამატი არ გაცემულა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2015 წელს პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა 63 960 ლარის ოდენობით, რაჭა-ლეჩუმისა და ქვემო სვანეთის

ამინდი