Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე:რამდენ ლარსაც ქველმოქმედების სახით ვცემდე, იმდენი სიკეთე ჩემს ოჯახს

თარიღი : 13-03-2017, 20:31 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ლატარია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"-ს იმ კვლევას ეხმიანება, რომლის თანახმად, ლატარია 2016 წლის განმავლობაში სახელფასო დანამატს ყოველთვიურად იღებდა.

"არ მინდოდა რამე დამეწერა ამ თემაზე, მაგრამ იძულებული ვარ, რადგან როგორც ვხედავთ მთელი დღეა ჩემსა და ბექა ყანჩელის ხელფასსა და დანამატზე საუბრობენ ჟურნალისტები. რამდენჯერმე მომიწია ამის ახსნა და მერიდება, თან ძალიან, მაგრამ არაა საშველი. დანამატს მთლიანად ქველმოქმედებაში ვხარჯავ, ანუ ვურიცხავ საქველმოქმედო ორგანიზაციებს და განსაცდელში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს. შემიძლია ამის დამადასტურებელი საბუთები წარმოვადგინო. რაც შეეხება ჩემს ხელფასს, მას მთლიანად ჩვენს კოლეგას ვაძლევ, რადგან მასაც ბევრი პრობლემები და განსაცდელი აქვს. აღარ დავკონკრეტდდები, ისედაც იცის ეს ამბავი ბევრმა. კიდევ ამის ზემოდ რამდენ ლარსაც ქველმოქმედების სახით ვცემდე, იმდენი სიკეთე ჩემს ოჯახს. არანაირი მატერიალური სიკეთე მე და ჩემს ოჯახს საკრებულოდან და მთავრობიდან არ მიგვიღია და ისე პირიქით უფროა. უანგაროდ ვემსახურები ჩემს ქალაქს იცის ღმერთმა. მე ჩემი ვალი მოვიხადე ჩემი ქალაქის და ქვეყნის წინაშე. ეხლა არჩევნები ახლოვდება და შეუკვეთეს ეს ამბები ჩვენს წინააღმდეგ. მივმართავ დამკვეთებს, რომ მშვიდად იყვნრნ, რადგან მე მეტჯერ არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებ და საერთოდ მივდივარ მალე პოლიტიკიდან. არაა ეგ ჩემი საქმე. ასე რომ ტყუილად ირჯებით," -წერს ლატარია.

ცნობისთვის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" 2016 წლის განმავლობაში იმერეთის მუნიციპალიტეტებსა და საკრებულოებში გაცემული პრემიები და სახელფასო დანამატები შეისწავლა.


ნანახია: 2245-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის კოორდიანტორმა ლელა მოწონელიძემ აღნიშნული კვლევის პრეზენტაცია ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია საკრებულოს ავტოპარკის სიმწირეზე საუბრობს.
2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებში გაცემული პრემიისა და სახელფასო
აღნიშნულთან დაკავშირებით კვლევას 'საერთასორისო გამჭვირვალობა-საქართველო' აქვეყნებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2015 წელს პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა 63 960 ლარის ოდენობით, რაჭა-ლეჩუმისა და ქვემო სვანეთის

ამინდი