Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ვეტერანი მოფარიკავის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა

თარიღი : 8-12-2013, 14:42 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში ვეტერანი მოფარიკავის თამაზ ოყროშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა.
ტურნირში ქუთაისის, თბილისის, ოზურგეთის და ბათუმის გუნდების 50-მდე გოგონა და ვაჟი მონაწილეობდა.
ორგანიზატორების თქმით, ღონისძიების მიზანი ფარიკაობის, როგორც სპორტის ოლიმპიური სახეობის პოპულარიზაცია და ნიჭიერი სპორტსმენების გამოვლენაა.
ტურნირს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელია შოთა მურღულია და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.
"ქალაქისათვის მეტად მნიშვნელოვანია მსგავსი ტურნირების ჩატარება. პირველ რიგში, ეს ხელს შეუწყობს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსული სპორტსმენების დაახლოებას. ქალაქის მერია ქუთაისის ფარიკაობის კომპლესს ყოველთვის გვერდით დაუდგება და იმედი მაქვს, ჩვენი ქალაქის სპორტსმენები არა მარტო საქართველოში, არამედ ქვეყნის საზღვრებს მიღმაც გვასახელებენ", - განაცხადა მურღულიამ.
თამაზ ოყროშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფარიკაობის ტურნირი წელს პირველად ჩატარდა და ორგანიზატორთა განცხადებით, ტრადიციად იქცევა.


ნანახია: 1928-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ცნობისთვის, ლევან კირკიტაძე ფარიკაობის იმერეთის ორგანიზაციის პრეზიდენტი იყო.
ტურნირში, რომელიც სამ დღეს გაგრძელდება, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად, სომეხი გოგონები და ბიჭებიც
ჭადრაკში დავით ჩირაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი დასრულდა.

ამინდი