'ბავშვები ჯანმრთელები თუ არ იქნებიან, ფიზიკა და ქიმია არ უშველით,'– სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო
თარიღი : 8-03-2017, 19:45 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძანების შესაბამისად, საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო.
ჯეჯელავას თქმით, საგზაფხულო არდადეგები დადებითად აისახება ბავშვებზე.
„ჩვენ რაღაც მომენტში დაგვავიწყდა, რომ ბავშვები ჯანმრთელები თუ არ იქნებიან, ფიზიკა და ქიმია არ უშველით. მარტში ჩვენს ბავშვებს და მათ ოჯახებს ექნებათ საშუალება ზამთრის კურორტებსა და სხვა კურორტებზე დაისვენონ, ჯანმრთელობას მიხედონ“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.
შეგახსენებთ,რომ საგაზაფხულო არდადეგების ხარჯზე გაუქმდა აღდგომის არდადეგები და ერთი კვირის ნაცვლად, დასვენება მხოლოდ დიდ ხუთშაბათს, წითელ პარასკევს და შავ ორშაბათს იქნება.
სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 15 მარტამდე გაგრძელდება.
მარიამ კვერნაძე