Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში პოლიცია აფთიაქისა და ჩინური მაღაზიის მძარცველებს ეძებს

თარიღი : 8-12-2013, 12:56 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის #3 საქალაქო პოლიციის თანამშრომლები ავტოქარხნის დასახლებაში, ავტომშენებლის ქუჩაზე მომხდარი ქურდობის ორ ფაქტს იძიებენ. უცნობმა პირებმა აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე „ჯი პი სის“ აფთიაქი და ჩინური მაღაზია გაქურდეს. აფთიაქიდან დაახლოებით 900 ლარამდე თანხა, ხოლო მაღაზიიდან ტანისამოსი წაიღეს.
„აფთიაქში სამი ნიღბიანი პირი ღამის საათებში შევიდა. ხოლო ჩინურ მაღაზიაში ძარცვა იმ დროს მოხდა, როდესაც მაღაზიის მეპატრონე მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდა. სამართალდამცავებმა უკვე დაკითხეს გოგონები, რომლებიც იმ დროს აფთიაქში იყვნენ. გამომძიებელმა უსაყვედურა, 112-ში რატომ დარეკეთ და პირდაპირ მესამე განყოფილებაში არ დაგვირეკეთო. ამის შემდეგ აფთიაქის თანამშრომლებს ფოტოები აჩვენეს და დამნაშავეების ამოცნობა სთხოვეს, თუმცა გოგონებმა უთხრეს, რომ ვერავის დაადებდნენ ხელს, რადგან მძარცველებს ნიღბები ეკეთათ და მათი სახე არ დაუნახავთ,“ – განაცხადეს აღნიშნული ობიექტების მახლობლად მცხოვრებმა მოქალაქეებმა.
იმერეთის სამხარეო სამმართველოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარზე საქმე ქურდობის მუხლით (177 მუხლი) არის აღძრული, თუმცა ამ დროისათვის დაკავებული არავინ არის.


ნანახია: 2412-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამართალდამცავები ქუთაისში ქურდობის ფაქტს იძიებენ.
განცხადებას ამის შესახებ 'გირჩი'-ს ქუთაისის ორგანიზაციაში აკეთებენ.
როგორც topnews.com.ge-ს აფთიაქის ფარმაცევტებმა განუცხადეს, მამაკაცი აფთიაქში ნიღბით შევიდა და დღის განმავლობაში ნავაჭრი თანხა
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, #18 კორპუსში არსებული მაღაზიის წინ, უცნობმა პირებმა ჩასარიცხი აპარატი გატეხეს.