Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ყველაფერი ბავშვობიდან იწყება,'- მოსწავლეებს ესეების კონკურსზე იწვევენ

თარიღი : 7-03-2017, 22:20 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
"განათლების საერთაშორისო აკადემია IAE" აცხადებს სრულიად უფასო ლიტერატურული ესსების კონკურსს: "ყველაფერი ბავშვობიდან იწყება".

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ VII,VIII,IX,X,XI,XII კლასის მოსწავლეებს. კონკურსის მიზანია წერის პოპულარიზაცია, სკოლის მოსწავლეების წახალისება და არაფორმალური განათლების განვითარება.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს კერძო და საჯარო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურზე მყოფ მოსწავლეებს. თემა: როგორია თქვენი თვალით დანახული ბავშვობის წამოწყებები. პირველ ეტაპზე გამოვლინდება 20 საუკეთესო ნაშრომი, რომლის ავტორებიც მიიღებენ ორენოვან სერტიფიკატსა და რეკომენდაციებს ჟიურის წევრებისგან. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება სპეციალურად შერჩეულ ადგილას, სადაც მონაწილეებს მოუწევთ ლიტერატურულ გარემოში წერონ ესსე, კონკურსის ორგანიზატორების შერჩეულ თემაზე.

გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოვება:

გამოვლინდება 3 საუკეთესო ნაშრომი, რომელიც დაიბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალსა და ინტერნეტ-პორტალში. ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 400 სიტყვას.

ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები:

▶ სათაურთან შესაბამისობა და საკითხის გააზრება
▶ ლოგიკური მსჯელობა
▶ ნაშრომის სტრუქტურა (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნითი ნაწილი)
▶ თხრობის, აზრის ორიგინალურად და ლაკონურად გადმოცემის უნარი
▶ ტექსტის გრამატიკული, სტილსტური და შინაარსობრივი გამართვა.
▶ წერის კულტურა.

ვტორს აქვს მხოლოდ ერთი ნამუშევრის წარდგენის უფლება
▶პლაგიატის შემთხვევაში ნაშრომი არ განიხილება
▶ ესეები მიიღება 15 აპრილის ჩათვლით.

ყველა გამარჯვებულ მონაწილეს გადაეცემა დიპლომი "განათლების საერთაშორისო აკადემიისგან"
☑️ გამარჯვებულებს დააჯილდოვებენ ასევე ორგანიზაციის მუდმივი სპონსორები, როგორც წიგნების ვაუჩერებით, ასევე სხვადასხვა სუვენირით.


ნანახია: 1402-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამსახურის უფროსის ვანო ბუხაიძის თქმით, კონკურსის მიზანია ახალგაზრდებით თვალით დანახულ ევროპის და ევროპულ ფასეულობებზე 300-500
კონკურსის მიზანია შემოქმედებითი ნიჭის მქონე ახალგაზრდების გამოვლენა და წახალისება.
ტრადიციული საქალაქო კონკურსის გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს. კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები კი დიპლომებითა და ფასიანი
გამოფენაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 28 წლამდე ასაკის ნებისმიერ ფოტომოყვარულს.
საუკეთესო პოსტერების ავტორები დაჯილდოვდებიან ფასიანი პრიზებით.

ამინდი