Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის მძღოლებმა მგზავრობა თვითნებურად გააძვირეს

თარიღი : 7-03-2017, 17:55 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტზე დასაქმებული მძღოლების ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა. როგორც ცნობილი ხდება, მათ მუშაობა განაახლეს, თუმცა გაზრდილი ტარიფით.

მგზავრობის საფასურის გაზრდის მოთხოვნით საქალაქო ტრანსპორტზე დასაქმებული მძღოლების აქცია ქუთაისში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ორი დღის განმავლობაში მძღოლებსა და ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები ორჯერ გაიმართა, თუმცა ორივე ჯერზე უშედეგოდ დასრულდა.

მძღოლების ნაწილის მიერ მუშაობის თვითნებურად გაზრდილი ტარიფით განახლების შემდეგ, განცხაება გაავრცელა ქუთაისის მერიამ.

"მგზავრობის საფასურის გაზრდის მოთხოვნით ორი დღეა ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლების არასანქცირებული აქცია მიმდინარეობდა. ცოტა ხნის წინ შეწყდა პროტესტი და სამარშუტო ტაქსების ნაწილი გაზრდილი ტარიფით ემსახურება მგზავრებს. ტარიფის გაზრდა თვითნებურად მოხდა, რაც კანონდარღვევაა. მერიას აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. თუ მძღოლი გაზრდილი ტარიფით მოითხოვს მგზავრობის საფასურის გადახდას, გვაცნობეთ ცხელ ხაზზე 242651," - ნათქვამია მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მგზავრები ტარიფის ზრდას 10 თეთრით ითხოვდნენ.


ნანახია: 3459-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში 600-მდე მძღოლი ორი დღის განმავლობაში გაფიცული იყო. ისინი მგზავრობის ღირებულების 10 თეთრით გაზრდას ითხოვდნენ.
დაჯარიმების მიზეზი, გუშინ ღამით მძღოლების მხრიდან, თვითნებურად მგზავრობის ღირებულების 10 თეთრით გაზრდა იყო.
ქუთაისში მძღოლების ნაწილმა მგზავრობის ღირებულება არ გაზარდა.
ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 7 აპრუილიდან საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება გაძვირდება.
ქუთაისში, ქალაქის მაშტაბით საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია. აღნიშნულის მიზეზი საქალაქო ტრანსპორტზე დასაქმებული
დღვანდელ დღემდე ქუთაისის სამარშუტო ხაზის სამგზავრო ღირებულება 40 თეთრი, ხოლო ავტობუსის 30 თეთრი ღირდა.

ამინდი