Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'საერთაშორისო გამჭვირვალობა' 2016 წელს გუბერნიების მიერ დახარჯულ საწვავზე კვლევას აქვეყნებს

თარიღი : 7-03-2017, 15:34 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციების მიერ დახარჯული საწვავის რაოდენობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

ინფორმაციის მიხედვით, გურიის, იმერეთისა და ქვემო ქართულის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციებმა არასამთავრობო ორგანიზაციას 2016 წელს გახარჯული საწვავის მოცულობის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს.

"მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია კი მხოლოდ შესყიდული საწვავის ღირებულებას შეიცავს. შესაბამისად კვლევაში მხოლოდ შესყიდული საწვავის შესახებ მონაცემია სრულყოფილად წარმოდგენილი, რომლის მთლიანმა ღირებულებამ 388 939.49 ლარი შეადგინა;

სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა მთიანეთისა და კახეთის გუბერნიებში მიერ ჯამში 185 073.29 ლიტრი საწვავი იქნა შესყიული;

ყველაზე მეტი მოცულობის თანხა საწვავის შესაძენად სამეგრელო-ზეო სვანეთის გუბერნაიაში იქნა გახარჯული, მისმა მოცულობამ 69 307 ლარი შეადგინა, რითაც 50 149 ლიტრი საწვავი (ბენზინი, დიზელი) იქნა შეძენილი;

გუბერნატორებისათვის თვის მანძილზე განსაზღვრული საწვავის ლიმიტი განსხვავებულია და იგი 500 ლიტრიდან 1500 ლიტრამდე მერყეობს, იმერთის გუბერნატორს კი საწვავის კონკრეტული ლიმიტი არ აქვს დაწესებული;

გუბერნატორებს შორის საწვავის ყველაზე დიდი ლიმიტით (ერთ თვეზე საშუალოდ 1 500 ლიტრი), სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია სარგებლობს, შესაბამისად, მის მიერ 2016 წლის განმავლობაში 17 790 ლიტრი საწვავი იქნა გახარჯული, რომლის ღირებულებამაც 24 895 ლარი შეადგინა, ;

გურიის, იმერეთისა და ქვემო ქართლის სახელმწიფო-რწმუნებულის ადმინისტრაციებმა ასევე არ მოგვაწოდეს ინფორმაცია უშუალოდ გუბერნატორების მიერ 2016 წლის მანძილზე გახარჯული საწვავისა და მისი ღირებულების შესახებ, რამაც არ მოგვცა კვლევის ამ ნაწილის სრულყოფილად ჩატარების შესაძლებლობა;

მცხეთა-მთიანეთის გუბენატორის თანამდებობას 2016 წლის იანვარი-მარტში ნუგზარ ყიფიანი იკავებდა, აპრილი-დეკემბრის განმავლობაში კი გოჩა ზეიკიძე, მოწოდებული ინფორმაციით კი დგინდება, რომ ორივე თანამდებობის პირის მიერ ჯამში 18 042 ლარის ღირებულების 10 225 ლიტრი საწვავი იქნა გახარჯული," -ნათქვამია კვლევაში.


ნანახია: 1603-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პოლიტიკური პლატფორმა 'ახალი საქართველო' ქუთაისის მერიის მიერ ბოლო 6 თვის განმავლობაში გახარჯული საწვავის ხარჯებს ასაჯაროვებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2015 წელს პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა 63 960 ლარის ოდენობით, რაჭა-ლეჩუმისა და ქვემო სვანეთის
2017-2018 წელბში იმერეთის გუბერნატორის თანამდებობას გივი ჭიჭინაძე და შავლეგო ტაბატაძე იკავებდნენ.
2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებში გაცემული პრემიისა და სახელფასო

ამინდი