Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"2016 წელს იმერეთის გუბერნატორის გარდა, პრემია არც ერთ გუბერნატორს არ აუღია"

თარიღი : 7-03-2017, 15:21 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის რაოდენობა გაზრდილია,- ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევაშია ნათქვამი.

კვლევის მიხედვით, 2015 წელს სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატების სახით ჯამში 1 114 928.69 ლარი გაიცა (პრემია - 463 817.5 ლარ, სახელფასო დანამატი - 680 111.19 ლარი), 2016 წელს კი 1 363 948.61 ლარი (პრემია - 395 437 ლარი, სახელფასო დანამატი კი - 968 511.61 ლარი).

2015 წლის მსგავსად, სახელფასო დანამატი ყველა სამხარეო ადმინისტრაციაში ყოველთვე გაიცემოდა და მისი მოცულობა საგრძნობლად გაზრდილია, პრემიის გაცემის სიხშირე და რაოდენობა კი წინა წლებთან შედარებით, მცირედით შემცირებულია;

2016 წელს პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა 65 415 ლარის ოდენობით, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიცა;

2016 წელს სახელფასო დანამატის სახით ყველაზე დიდი თანხა გაიცა სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციაში - 204 183.11 ლარის ოდენობით. 2015 წელს გაცემული სახელფასო დანამატის მაჩვენებლითაც პირველ ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციაა (167 712.26 ლარი);

2016 წელს ყველა გუბერნატორი ყოველთვე იღებდა შრომის ანაზღაურების ოდენობის სახელფასო დანამატს, პრემია კი იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის გარდა, არც ერთ გუბერნატორს არ აუღია. გივი ჭიჭინაძის მიერ აღებულმა სახელფასო დანამატისა (35 400 ლარი) და პრემიის (2 950 ლარი) ჯამურმა ოდენობამ 38 350 ლარი შეადგინა;

აღსანიშნავია, რომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის სახელფასო ანაზღაურება სხვა გუბერნატორებისაგან განსხვავებით 2 350 ლარს შეადგენს, გუბერნატორი პარმენ მარგველანი ყოველთვიურად ამ ოდენობის სახელფასო დანამატსაც იღებდა.


ნანახია: 3051-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2015 წელს პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა 63 960 ლარის ოდენობით, რაჭა-ლეჩუმისა და ქვემო სვანეთის
საკრებულოსგან განსვავებით, გამგეობაში პრემია გაიცა, თუმცა სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, მცირე ოდენობით.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებსა და თანამრომლებზე 2018 წელს პრემია ან სახელფასო დანამატი არ გაცემულა.
2012 წლის შემდგომ პროკურატურაში დასაქმებულ თანამშრომელთა ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯებიც.
საახალწლო პრემიის გარდა, 11 თვის განმავლობაში მერიაში პრემიის სახით გაცემულია 32 850 ლარი, რაც შეეხება დანამატს, მერიაში 265

ამინდი