Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მეზობლის მანქანის გამო, ქუთაისში მრავალშვილიან ოჯახს დახმარება მოუხსნეს

თარიღი : 7-03-2017, 00:35 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მცხოვრები გეგეშიძეების მრვალშვილიანი ოჯახი საარსებო წყაროს გარეშეა დარჩენილი. სოციალური შემწეობა, რომლითაც ოჯახი ოთხ შვილს არჩენდა, გეგეშიძეებს მეზობლის მანქანის გამო მოუხსნეს.

ლელა გეგეშიძე ამბობს, რომ მეზობელმა მათ ეზოში მანქანა გარეცხა და გასაშრობად დატოვა, რა დროსაც გეგეშიძეებს სოციალური აგენტი ესტუმრა. აგენტმა მანქანა ოჯახის საკუთრებად ჩათვალა და ოჯახს დახმარება მოუხსნა.

"მართლა არ ვიცი რ უნდა ვქნათ. 7 წევრი ვართ ოჯახში. არც ერთი ვმუშაობთ. ოთხი ბავშვი მყავს. ამ დახმარების იმედი მქონდა. ახლა რით ვარჩინო შვილები? მეზობემაც აუხსნა სოციალურ აგენტს, რომ მანქანა მისი იყო, თუმცა აგენტმა დეკლარაციაში მაინც ჩაწერა. ასეთი უსამართლობა როგორ შეიძლება სახლიც კი არ გაგვაჩნია ჩვენი, ახლობლის სახლს ვაფარებ თავს," - ამბობს ლელა გეგეშიძე.

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრში აცხადებენ, რომ ოჯახმა ცენტრს უნდა წარუდგინოს საბუთი, რომლის თანახმად მანქანა მათ არ ეკუთნის. ამის შემდეგ სოციალური აგენტები გეგეშიძეების საქმეს გადახედავენ.


ნანახია: 4040-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'მეზობლის მანქანის გამო, ქუთაისში მრავალშვილიან ოჯახს დახმარება მოუხსნეს,' - ამგვარი სახელწოდებით მასალა საინფორმაციო სააგენტო
გაბუნია, რომელიც ორ მცირეწლოვანს მარტო ზრდის, ქუთაისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მარტოხელა დედა ამბობს, რომ 156-ლარიან
ბაღდათის რაიონის სოფელ ფერსათში მცხოვრები ლილუაშვილების ოჯახი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.
2010 წელს ოჯახს სოციალური შემწეობა გაზრდილი სარეიტინგო ქულის გამო შეუწყვიტეს. მას შემდეგ კი ხაზარაძეები დახმარების შეწყვეტის
იმის გარდა, რომ დახმარება შეუწყდათ, ზაკალაშვილების ოჯახს ისიც აწუხებს, რომ საცხოვრებელი არ აქვთ.

ამინდი