Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რამდენი ლარით დაჯარიმდება პირი, რომელიც წინასაახალწლოდ ნაძვის ხეს მოჭრის?

თარიღი : 7-12-2013, 21:31 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
წინასაახალწლოდ, სახელმწიფო ტყის ფონდებიდან უკანონოდ მოჭრილ ნაძვის ხეებზე მკაცრი კონტროლი განხორციელდება, - ამის შესხებ დღეს გარემოს დაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა, ხათუნა გოგალაძემ განაცხადა.
ხათუნა გოგალაძემ წინასაახალწლოდ ნაძვისა და სხვა წიწვოვნების მასობრივი ჭრის პრევენციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, რომელშიც გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ.
მისივე თქმით, წინასაახალწლო სამზადისის ნაწილი გახდა დიდი რაოდენობით წიწვოვანის მოჭრა. ნაძვის ხეების, ან წიწვოვანების რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი იგი მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ან იმპორტირებულია. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია რეალიზატორმა წარმოადგინოს სათანადო დოკუმენტაცია, ხოლო საკარმიდამო ნაკვეთზე მოპოვების შემთხვევაში ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების, დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირი დაჯარიმდება 200-დან 1000 ლარამდე თანხის ოდენობით. გარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა გარემოსთვის მიყენებული ზიანი თუ აღემატება 1000 ლარს, პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება.
ხათუნა გოგალაძემ მოსახლეობას მოუწოდა, რომ გაუფრთხილდნენ ნაძვებს, ნუ მოჭრიან საახალწლოდ. თუ ცოცხალ ნაძვს ერთი მილიონი ოჯახი მოინდომებს საახალწლოდ, ეს არის დაახლოებით 700 ჰექტარი ტყე და თუ ასე გავაგრძელეთ, მალე ნაძვი სახლში კი არა, ტყეშიც აღარ იქნება.
მინისტრის თქმით, მათი მიზანი ადამიანების დასჯა არ არის, არამედ ბუნების დაცვა და გაფრთხილება.
ბრიფინგზე ნაჩვენები იყო სოციალური კლიპი, რომელშიც მსახიობი კახი კავსაძე მოუწოდებს მოსახლეობას არ მოჭრან ნაძვის ხე.
ნაძვის ხის ერთი მეტრით გაზრდას 8 წელი სჭირდება.


ნანახია: 2447-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მოსახლეობას ახსენებს, რომ ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა და
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, როგორც თბილისში,
შესაბამის განცხადებას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აკეთებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში დეპარტამენტი კანონდამრღვევებს ჯარიმებით ემუქრება.

ამინდი