რამდენად პოპულარულია ყვავილების სალონები ქუთაისში და რომელი სქესის წარმომადგენელია მათი ხშირი სტუმარი?

ყვავილები დღემდე ერთ-ერთ ყველაზე სასურველ საჩუქრად რჩება. უმრავლესობის აზრით, ყვავილების ჩუქებას მიზეზი არ ჭირდება. იმის გასარკვევად, თუ რომელი სქესი აკითხავს ჩვენს ქალაქში ყვავილების სალონებს და რა სიხშირით, ყვავილების სალონ “Event House“-ის ხელმძღვანელს სოფიო რაჭველს ვესაუბრეთ.
„მინდა აღვნიშნო, რომ მამაკაცები ჩვენს ქალაქში გამოსწორდნენ. ძირითადი მყიდველებიც ისინი არიან. ხშირად მეუღლეებისთვის მიაქვთ ან ჩვენი მიტანის სერვისით სარგებლობენ და სიურპრიზებს უკეთებენ. საქორწინო თაიგულებზე მოთხოვნა უფრო ვარდებზეა, თუმცა უმეტესობა ხელოვნურ ყვავილებს ანიჭებს უპირატესობას. რაც შეეხება სასაჩუქრე თაიგულებს, მოთხოვნა ყველა ყვავილზე ერთნაირია, თუმცა ვარდებზე განსაკუთრებით. სამწუხაროდ, ჩვენს ქალაქში ყველას უნდა იაფიანი და ამავდროულად საუკეთესო თაიგული. პანაშვიდებისთვისაც გვიწევს ყვავილების დამზადება. ძირითადად უცხოეთიდან უკვეთავენ თაიგულებს და როცა მისვლას ვერ ახერხებენ, ჩვენ მიგვაქვს. კურიოზიც ბევრი ყოფილა. გვაქვს უფასოდ მიტანის სერვისი ქუთაისის ფარგლებში. პირველად როდესაც მიტანის სერვისი მოითხოვეს, წავედით სადღაც სოფელში, რომელიც ქუთაისის ტერიტორიად ჩათვალეს. მეორე შემთხვევაც მახსენდება, როდესაც ყვავილი საავადმყოფოში უნდა მიგვეტანა. ღამის სამი საათი იყო. ვისთვისაც თაიგული იყო განკუთვნილი, გარეთ ვერ გამოვიდა და პალატაში მოგვიწია შესვლა,“- ამბობს სოფიო რაჭველი.

სადღესასწაულო კომპანია “Event House“ ქუთაისში, თამარ მეფის #15-ში მდებარეობს. კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, ცდილობენ, რომ ყვავილების სალონის მომხმარებლებს მაღალი ხარისხის თაიგული შესთავაზონ. ყვავილების გარდა, ორგანიზაცია დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა სახის დღესასწაულის ორგანიზებასაც სთავაზობს.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ საკონტაქტოდ გამოიყენონ შემდეგი ნომერი: 557528777.
მარიამ კვერნაძე