Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერი ქალაქის აეროპორტის მუშაობასა და საჭიროებებს გაეცნო

თარიღი : 7-12-2013, 16:36 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა.
მურღულია ადგილზე აეროპორტის მუშაობას, მის საჭიროებებს გაეცნო და ავიაციის დღე ვეტერან მფრინავებს მიულოცა.
„იზრდება ტურისტების რაოდენობა, რაც მნიშვნელოვანია ქალაქისათვის. ეს აეროპორტი არ არის ქუთაისის დაქვემდებარებაში, თუმცა გავიარეთ რა შეიძლება გაკეთდეს ჩვენი მხრიდან იმისათვის, რომ ტურისტების აქ გადაადგილება უფრო კომფორტული იყოს,“ - ამბობს შოთა მურღულია.
ვეტერანი მფრინავების განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან გამოჩენილი ყურადღება სასიამოვნოა. ვეტერანები აღნიშნავენ, რომ არ უნდა იყვნენ დავიწყებული.
ცნობისთვის, გაეროს გადაწყვეტილების საფუძველზე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე 1996 წლიდან აღინიშნება. ქუთაისის აეროპორტი კი განახლებული სახით, ერთ წელზე მეტია ფუნქციონირებს. ის ყოველთვიურად 30 000 ადგილობრივ და უცხოელ მგზავრს ემსახურება. ხოლო აეროპორტის სამეთვალყურეო კოშკურა სიმაღლის მიხედვით, მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.


ნანახია: 2231-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს 5 ავიაკომპანია ემსახურება
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მორიგი სიახლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
2012 წლიდან დღემდე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 380 172 მგზავრს მოემსახურა.
2017 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გაფართოვდება.
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი

ამინდი