ქუთაისის მერმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა ნიკეას ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორია გაწმინდეს
თარიღი : 1-03-2017, 12:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ კამპანიის- „სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა“ ფარგლებში, ქუთაისში დასუფთავების აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა ქუთაისში, ნიკეას ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.
აქციაში მონაწილეობა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმაც მიიღეს. ტერიტორია ქუთაისის მერიის ააიპ ,,სპეციალური სერვისების“ და წყალტუბოს დასუფთავების სამსახურის ძალისხმევით მოწესრიგდა. აქციას კომპანია "ჯეოსელიც" შეუერთდა.
"ქუთაისის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებით ხელი შეეწყობა რეგიონში ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. მსგავსი ტიპის აქციები სხვა მუნიციპალური ნაგავსაყრელების მიმდებარე ტერიტორიებზეც გაიმართება," - აცხადებენ მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში.