Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

განათებული თამარის ციხე სოფელ გეგუთში

თარიღი : 28-02-2017, 23:16 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში მდებარე თამარის ციხეზე რეაბილიტაციის პროექტის ფარლებში, 2015 წელს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით გარე განათების სისტემა დამონტაჟდა.

ქართულ საისტორიო წყაროებში გეგუთი პირველად იხსენიება VIII საუკუნის მოვლენებთან კონტექსტში. ჯუანშერის თხზულების “ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა”-ს ერთ–ერთ ნუსხაში ქართლის ერისმთავარი არჩილი ბრძანებს “წარვალ და დავეშენები ციხესა გეგუთს და ქუთათისს.” მკვლევართა მოსაზრებით, ამდროინდელია კომპლექსის ე. წ. ბუხრიანი დარბაზი.

დავით აღმაშენებლის დროსაც გეგუთი მნიშვნელოვანი რეზიდენციაა (“...გადავიდა გეგუთს, ინადირა, განუსუენა, განაგო მანდაური ყოველი”).

გეგუთის კომპლექსის მშენებლობის მომდევნო ეტაპი გიორგი III და თამარის მეფობის პერიოდზე მოდის. ამ დროს გეგუთი მეფეთა ერთ–ერთი ძირითადი რეზიდენცია (“სადგური ზამთარს მეფეთა”) იყო.

1360 წელს გეგუთში გარდაიცვალა მეფე დავით IX.


ნანახია: 2847-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამის შესახებ ინფორმაცია წყალტუბოს გამგეობას კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ პაატა გაფრინდაშვილმა
თამარის ციხეზე თეატრალიზებული კომპოზიცია დაიდგა, რომლის ავტორი წყალტუბოს კულტურის ცენტრი იყო.
აღსანიშნავია, რომ გეგუთის ციხე მალე შეუერთდება დასავლეთ საქართველოს ტურისტული ობიექტების რიცხვს.
გეგუთის სასახლის რეაბილიტაციის მიზნით, ქუთაისის ეროვნულმა მუზეუმმა გეგუთში არქეოლოგიური სამუშაოები განაახლა. 'კრისტალი' კი
ინფორმაციას ამის შესახებ ისტორიკოსი, საქართველოს პარლამენტის წევრი ომარ ნიშნიანიძე ავრცელებს.

ამინდი