რეზო ჭეიშვილის ოჯახი კულტურის სამინისტროს მწერლის სახლის სახლ-მუზეუმად გადაკეთებას სთხოვს

მწერალ რეზო ჭეიშვილის მეუღლე მარინა ვერულაშვილი კულტურის სამინისტროს დრამატურგის საცხოვრებელი სახლის სახლ-მუზეუმად მოწყობას სთხოვს. მარინა ვერულაშვილის თქმით, მწერლისთვის ქუთაისი და მისი საცხოვრებელი სახლი შემოქმედების წყარო იყო და ნაწარმოებების უმრავლესობა სწორედ მის საცხოვრებელ სახლში, საკუთარ კაბინეტში სამუშაო მაგიდაზე დაიწერა.
"ძალიან მინდა, რომ ამ სახლში სახლ-მუზეუმი მოეწყოს. ეს არის ჩემი და რეზოს მეგობრებების ძალიან დიდი სურვილი. რეზოს ნაწარმოებებს მე-5 კლასიდან ყველა საფეხურზე სწავლობენ ბავშვები. მინდა, რომ აქ პედაგოგებმა მოიყვანონ მოსწავლეები, ჩაატარონ ღია გაკვეთილები და მოვუყვეთ რეზოს შესახებ ძალიან ბევრი,"- აცხადებს მწერლის მეუღლე მარინა ვერულაშვილი.
მწერლისა და დრამატურგის შემოქმედების მნიშვნელობასა და როლზე საუბრობენ ჭეიშვილის მეგობრებიც. მათი თქმით, ოჯახის ინიციატივის რეალობად ქცევის შემთხვევაში სახლს სხვა დატვირთვა, ქალაქს კი კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. კულტურის სამინისტროში რეზო ჭეიშვილის ოჯახის მოთხოვნაზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ და ქუთაისის მერიაში ამისამართებენ. ადგილობრივ ხელისუფლებაში კი აღნიშნავენ, რომ მერიას საკითხის გადაწყვეტის პრეროგატივა არ არ აქვს. შეგახსენებთ, რომ რეზო ჭეიშვილი 1933 წელს დაიბადა და 2015 წელს ქუთაისში გარდაიცვალა.