Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თერჯოლის გამგებელმა თანამდებობა დატოვა

თარიღი : 28-02-2017, 18:33 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა. როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტის პირი პირველი სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა.

გამგებლის მოვალეობას ამ ეტაპზე თეიმურაზ ჯაფარიძის პირველი მოადგილე თეიმურაზ ქოჩიაშვილი ასრულებს.

„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ჩუბინიძე უძღვებოდა. ჩუბინიძემ საკრებულოს დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი - თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის, თეიმურაზ ჯაფარიძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი წარუდგინა.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მომხსენებელმა, ავთანდილ ჩუბინიძემ საკრებულოს სხდომას გააცნო თეიმურაზ ჯაფარიძის 2017 წლის 23 თებერვლის N45/793 განცხადება, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის გამგებელი პირადი განცხადების საფუძველზე საკრებულოს წინაშე იხსნის უფლებამოსილებას. საკრებულომ, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 56-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება მიიღო ცნობად კენჭისყრის გარეშე და თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელს უფლებამოსილება შეუწყდა 2017 წლის 24 თებერვლიდან. რაც შეეხება გამგებლის მოვალეობის შესრულებას, დარჩენილ პერიოდში, 2014 წლის მოწვევის საკრებულოს ვადით შეასრულებს გამგებლის პირველი მოადგილე თეიმურაზ ქოჩიაშვილი საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 56-ე მუხლის მე-5 და მე-10 ნაწილების თანახმად, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები გამგებლის რიგგარეშე არჩევნები არ იმართება", - აღნიშნულია თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ნანახია: 1912-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან
თეიმურაზ ჯაფარიძემ ყურადღება გაამახვილა იმ საკითხებზე, რომელიც ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის.
აქციებს თერჯოლის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე გამოეხმაურა.
დასუფთავების აქცია წყლის რესურსების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა.

ამინდი