Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურის გამგებელი:ყველა სამთავრობო სტრუქტურასთან ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა ჭიათურას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭოს

თარიღი : 27-02-2017, 12:08 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ყველა სამთავრობო სქტრუქტურასთან უნდა ვიმუშაოთ, რათა ჭიათურის მუნიციპალიტეტს (ქალაქის გარდა) მთლიანად მიენიჭოს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი. მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლები ამას იმსახურებენ და ჩვენ ეს უნდა დავასაბუთოთ,"-ამ განცხადებით დაიწყო დღევანდელი თათბირი ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ.

თათბირს გამგებლის მოადგილე თემურ შეყლაშვილი და სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ.

მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა მაღალსართულიანი კორპუსების გადახურვის საკითხზეც ისაუბრა. გამგებლის თქმით, რაც შეიძლება მეტი მაღალსართულიანი კორპუსი უნდა გადაიხუროს. ახალი დადგენილების თანახმად, კორპუსების (რბილი მასალით) გადახურვას მუნიციპალიტეტი 80%-იანი დაფინანსებით უზრუნველყოფს. სხდომაზე მაღალსართულიან კორპუსებში ლიფტების აღდგენის საკითხიც განიხილეს. ამ მიმართულებით 2017 წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვან სამუშაოებს ჩაატარებს.

აქტირად დაიწყო მუშაობა საშევარდნოს კლდეზე საათის აღდგენის, ნინოშვილის ქუჩაზე თანამედროვე გარე განათების ქსელის მოწყობისა და რამდენიმე სოფელში საბავშვო ბაღების გახსნის საკითხთან დაკავშირებით.

NS


ნანახია: 2046-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ორშაბათის ოპერატიულ თათბირს, რომელსაც ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ კუპატაძე წარმართავდა, გამგებლის მოადგილეები და
შეხვედრისას მუნიციპალიტეტის გაზიფიცირების საკითხის მოგვარებაზეც იმსჯელეს.
გამგეობის ტრადიციული ყოველკვირეული თათბირი გაიმართა ადმინისტრაციული შენობის დარბაზში, რომელსაც ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი
მუნიციპალური საავადმყოფო, სოფლის ამბულატორიები და ალილოს საზეიმო მსვლელობაში მუნიციპალიტეტის ჩართულობა იყო დღეს ჭიათურის
ამ დრომდე მაღალმთიანი დასახლების სტატუსი 1718 სოფელს აქვს მინიჭებული.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ არქიტექტურის, ინფრასტრუქტურისა და დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელებთან

ამინდი