Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურის გამგეობის წარმომადგენლები სპექტაკლ 'რევიზორს' დაესწრნენ

თარიღი : 27-02-2017, 12:03 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში სპექტაკლი "რევიზორი" გაიმართა. რუსი კლასიკოსის ნიკოლოზ გოგოლის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ნაწარმოების მიხედვით შექმნილ წარმოდგენას, რომელიც მესხიშვილის სცენაზე რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ განახორციელა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

სპექტაკლმა, სადაც არაჩვეულებრივი სცენოგრაფიით, კოსტუმებითა და მუსიკალური გაფორმებით მე-19 საუკუნის რუსეთი ცოცხლდება, მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

გიორგი სიხარულიძემ შეძლო მხატვრული სახეებით მაყურებლამდე მიეტანა ის პრობლემა და მანკიერება, რასაც გოგოლი დასცინოდა, და რაც, სამწუხაროდ, დღესაც არ კარგავს აქტუალობას. არაჩვეულებრივად შერწყმულ სამსახიობო ანსამბლში ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად მესხიშვილისა და ჭიათურის თეატრის მსახიობი გიორგი ჩაჩანიძე გვევლინება.

აღსანიშნავია, რომ სპექტაკლზე ჭიათურელთა დასწრებას ორგანიზება პირადად ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ გაუწია.

NS


ნანახია: 1287-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თეატრის სარდაფში გამართული უჩვეულო წარმოდგენის სამყაროში მეგზურობა მაყურებელს თეატრის დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა გაუწია.
ფესტივალში იმერეთის 12-ე მუნიციპალიტეტის პროფესიული და სახალხო თეატრის დასები იღებდნენ მონაწილეობას
წარმოდგენას ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძე, გამგეობის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრის სცენაზე სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. ლაშა
დასმა მიხეილ ჯავახიშვილის რომანის -'ჯაყოს ხიზნების' მიხედვით სპექტაკლი 'ჯაყო' წარმოადგინა.
კარლო საკანდელიძის სახელობის ვანის სახალხო თეატრის სცენაზე ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრისა და ვანის

ამინდი