მიმდინარე კვირიდან სინოპტიკოსები გამოდარებას პროგნოზირებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების ცნობით, 27 თებერვალს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში, მათ შორის თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა. 28 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +15, +20, აღმოსავლეთ საქართველოში +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.
უნალექო ამინდი შენარჩუნდება 3 მარტამდე. 1 – 2 მარტს დასავლეთ დასავლეთ საქართველოში +19, +24 გრადუსამდე დათბება.
3 – 4 მარტს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში გაწვიმდება და აგრილდება, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. 5 – 6 მარტს გამოიდარებს და დათბება.