Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ტორპედო'-ს დირექტორი:11 ფეხბურთელს გამოვემშვიდობეთ, თუმცა გავძლიერდით, რადგან უფრო მეტი კვალიფიციური კადრი მოვიდა

თარიღი : 25-02-2017, 12:47 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რამაზ შენგელიას სახელობის ქუთაისი ცენტრალური მოედნის საპრესკონფერეციო დარბაზში „ტორპედოს“ მთავარი მწრთვნელის - კახა ჩხეტიანის პრესკონფერენცია და ახალ წვეულთა წარდგენა მოეწყო.

შეხვედრას გუნდის ვეტერანი მოთამაშეები-შოთა ოქროპილაშვილი და გუნდის კაპიტანი გურამ ნიშნიანიძე ესწრებოდნენ. სწორედ მათ გადასცეს ახალწვეულებს მაისურები.

„ტორპედოს“ აღმასრულებელი დირექტორის ზურაბ ჩაკვეტაძის თქმით, დღევანდელი წარდგენა ტრადიციად უნდა იქცეს და ახალწვეულთა ყოველ მიღებაზე ვეტერანები უნდა მონაწილეობდნენ.

„სანამ დაიწყებოდა ჩემპიონატი, ჩვენ 11 ფეხბურთელს გამოვემშვიდობეთ, სამაგიეროდ 9 მოთამაშით მოხდა გუნდის შევსება. ვთლით, რომ გავძლიერდით, უფრო მეტი კვალიფიციური კადრი მოვიდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემპიონატი, რომელიც ახლა იწყება, მოულოდნელობებით იქნება სავსე, რადგან ახალი ფორმატია. ხვალ სუპერთასი გვაქვს და დღევანდელი შეხვედრა შემართების შექმნაა ,რომ ხვალ კარგად წავრდგეთ,“- აღნიშნავს ჩაკვეტაძე.

დღევანდელი შეხვედრა შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა.

„დადებითად მინდა შევაფასო დღევანდელი შეხვედრა. ეს ემსახურებოდა იმას, რომ ახალწვეულები გაგვეცნო როგორც მედიისთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის. მოვიწვიეთ „ტორპედოს“ ვეტერანი ფეხბურთელები და ვთვლი, რომ მათი დასწრება აუცილებელიც არის, რადგან მათ იციან რას ნიშნავს „ტორპედოს“ მაისურის მორგება. ვიმედოვნებ, რომ ის ფეხბურთელები, რომლებიც დავიმატეთ გუნდში, ღირსეულად მოირგებენ მაისურებს და „ტორპედოს“ წინსვლაში და წარმატებაში თავიანთ წვლილს შეიტანენ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ხვალ გვაქვს სუპერთასი და მასში მონაწილეობის მიღება დიდი ნაბიჯია და ჩვენი მიზანი გამარჯვებაა. შემდეგ ჩემპიონატი იწყება და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ მაღალი მიზნებისთვის,“-აცხადებს ჩხეტიანი.

26 თებერვალს სუპერთასის ფინალია და ქუთაისის საფეხბურთო კლუბი „ტორპედო“ პირველობისთვის იბრძოლებს.

მარიამ კვერნაძე




ნანახია: 1858-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გუნდის სამომავლო გეგმებზე ქუთაისის ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა და მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ ისაუბრეს.
ქუთაისის ,,ტორპედოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. აღნიშნული პოსტს, გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, 38 წლის კახა ჩხეტიანი
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 38 წლის კახა ჩხეტიანი დაიკავებს.
პირველი ტაიმი ფრედ, ნულით-ნული დასრულდა, თუმცა მეორე ტაიმში "დინამოს" ფეხბურთელმა მეტოქის კარში გაიტანა გოლი.

ამინდი