Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში კლინიკაში 18 წლის პაციენტი გარდაიცვალა

თარიღი : 25-02-2017, 01:56 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, კლინიკა შპს "უნიქალ მედი"-ში პაციენტი გარდაიცვალა. 18 წლის ნათია შეყილაძე კლინიკაში სამი დღის წინ, კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს. პაციენტის ახლობლები მის გარდაცვალებაში კლინიკის პერსონალს ადანაშაულებს.

"გონებას კარგავდა ხშირად. კატასტრფოის ბრიგადით ჭიათურიდან გადმოვიყვანეთ ქუთაისში. უგონო მდგომარეობაში იყო, შემდეგ გონზე მვოიდა და კარგად იყო. მერე კი მდგომარეობა დამძიმდა და გვითხრეს, გარდაიცვალა, ფილტვებმა ვერ გაუძლოო. ექიმებმა ვერ მიხედეს პაციენტს წესიერად. საქმის გამოძიებას ვითხოვთ," - აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი ნათია დავითულიანი.

კლინიკის მთავარი ექიმი შოთა მარუაშვილი ამბობს, რომ კლინიკამ პაციენტის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთა.

"პაციენტი ჩვენთან უგონო მდგომარეობაში შემოიყვანეს. ორი დღის შემდეგ მოვიდა გონზე და აპარატიდან მოვხსენით, რადგან კონტაქტური იყო. მშობლები და ოჯახის წევრები მადლობას იხდიდნენ. მოვიწვიეთ ფსიქიატრი, რომელსაც უთხრა, რომ თავის მოვკლა სცადა და წამლები დალია. მიმდინარეობს გამოძიება, ჩატარდება ექსპერტიზა, რომელიც გარდაცვალების მიზეზს დაადგენს," - აცხადებს შოთა მარუაშვილი.


ნანახია: 3952-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თითოეული კლინიკის რეანიმაციული განყოფილება ის ადგილია, სადაც სიცოცხლისთვის ბრძოლა განსაკუთრებით შესამჩნევია.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკის სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში უგონო მდგომარეობაში მყოფი, 82 წლის
ხონის ფსიქიატრიულში პაციენტი ცემით მოკლეს - ქვეყანა, სადაც მძიმე პაციენტებს მკურნალობის ანცვლად აწამებენ.
ხმაური იყო ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში.
ახალი #2 სამშობიაროს ექიმები ამავე კლინიკის დირექტორის, ირაკლი მერკვილაძის დაპატიმრებას აპროტესტებენ. თანამშრომლები კლინიკაში

ამინდი