Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სოფელ ჭოგნარის მოსახლეობა ნაგავსაყრელის მშენებლობის წინააღმდეგ-გამოვალთ და გზას გადავკეტავთ

თარიღი : 23-02-2017, 18:26 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის მოსახლეობა საპროტესტო აქციებით იმუქრება.

სოფელში მაცხოვრებლები განმარტავენ, რომ სოფელ ჭოგნარის მახლობლად, მუნიციპალური ნაგავსაყრელის მშენებლობას არ დაუშვებენ.

მყარი ნარჩენების მართვის სააგენტო ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობას სოფელ ჭოგნართან იმ ტერიტორიაზე გეგმავს, რომელიც სამხედრო პოლიგონი იყო. ტერიტორია უკვე გაინაღმა. ნაგავსაყრელის მშენებლობა 2017 წლის ოქტომბერში უნდა დაიწყოს. ახალი ნაგავსაყრელი კი იმერეთის რეგიონის გარდა, რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მოსახლეობასაც მოემსახურება.

სოფელ ჭოგნარში აცხადებენ, რომ ნაგავსაყრელის ადგილად შერჩეულ ტერიტორიაზეა ბევრი კარსტული წყაროა, აღნიშნულ წყაროებს მოსახლეობა სასმელი წყლის მოსაპოვებლად იყენებს. გარდა ამისა, ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ ნაგავსაყრელი სოფელში ანტისანიტარიის შექმნას შეუწყობს ხელს.

„სოფლის მოსახლეობის პოზიცია ის არის, რომ აქ ნაგავსაყრელი არ უნდა აშენდეს. სახელმწიფომ ხალხს უნდა მოუსმინოს. თუ მშენებლობა დაიწყება და ჩვენს აზრს არ გაითვალისწინებენ, მთელი სოფელი გამოვალთ მეზობელი სოფლების ხალხთან ერთად და გზას გადავკეტავთ,“- ამბობს სოფელ ჭოგნარის მკვიდრი შოთა შანიძე.

მყარი ნარჩენების მართვის სააგენტოში კი აცხადებენ, რომ სოფელ ჭოგნარის მახლობლად თანამედროვე ნაგავსაყრელი შენდება, რომლის სუნიც მოსახლეობას არ შეაწუხებს.


ნანახია: 2274-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თერჯოლის სოფელ ჭოგნარის ტერიტორიაზე ახალი ნაგავსაყრელის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის ოქტომბრიდან დაიწყება. ამის შესახებ
იმერეთის რეგიონის გარდა, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობას მოემსახურება.
ადგილობრივებს 'ახალი საქართველოს' წარმომადგენლები შეუერთდნენ.
ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ვადებად 2014-2017 წლებია განსაზღვრული.
ნიკეას ღია ტიპის ნაგავსაყრელი ნახევარ საუკუნეზე მეტია ფუნქციონირებს.
მოსალხეობა ჭოგნარში ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებს.
ელისაშვილის თქმით, ქუთაისში ხალხმა მასობრივად აქციები, რომ გამართოს მხარისა და ქალაქის პირველი პირები იძულებულები იქნებიან, რომ მოსახლოებას 24 საათიანი წყალი
პარლამენტში ფიზიკური და სიტყვერი დაპირისპირება მოხდა.
წყალტუბოს სოფელ ქვედა მაღლაკში ნუცუბიძეების მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახი, სადაც 9 ბავშვი იზრდება, თავს ორ ოთახს აფარებს.

ამინდი