Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში მოსახლეობა სკვერში სახაჭაპურისა და სანაყინის ჩადგმას აპროტესტებს

თარიღი : 23-02-2017, 13:36 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ჭავჭავაძის N46-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობამ ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალ" დეპუტატ გია უკლებასთან ერთად, საპროტესტო აქცია გამართა. კორპუსის მკვიდრები კორპუსის წინ მდებარე სკვერიას გასხვისებას და სკვერში სახაჭაპურისა და სანაყინის ჩადგმას აპროტესტებენ. მოსახლეობა აცხადებს, რომ სკვერის დაკარგვის გარდა, ტროტუარიც იკარგება, რადგან როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სავაჭრო დაწესებულებებთან ერთად, ადგილზე ავტოსადგომის მოწყობაც არის გათვალისწინებული.

მოსახლეობა აცხადებს, რომ ჭავჭავაძის N46-ში მსგავსი ტიპის ობიექტების განთავსებას არ დაუშვებენ.

ქალაქის მერიის პრესსამსახურში ადგილობრივების პროტესტთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ ამ დროისთვის საკითხის განხილვა მიმდინარეობს და კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

"ჭავჭავაძის #46-ში იგეგმება მსუბუქი სანაყინე კონსტრუქციის განთავსება. სანაყინეს მეპატრონემ უნდა უზრუნველყოს სკვერში ბავშვებისთვის გასართობი ატრაქციონების და ტრენაჟორების დადგმა. რაც შეეხება ტროტუარს, იქ ავტოპარკინგი არ მოეწყობა," - ნათქვამია მერიის პრესსამსახურის განცხადებაში.


ნანახია: 3331-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ბუკიას 3 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა შესაძლო მშენებლობას აპროტესტებს.
ადგილობრივების თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა ქუთაისის მერიამ გასულ წელს გასცა, თუმცა პროტესტის გამო შეჩერდა და
აქციის მონაწილეები კორპუსის მახლობლად ახალი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.
ქუთაისში, ჭავჭავაძის 24 ნომერში მაცხოვრებელი მოსახლეობა საფრთხეშია.
ბუხაიძის გამზირზე მაცხოვრებლები, რომლებიც სკვერში კაფის მშენებლობას აპროტესტებდნენ, დღეს საკრებულოს სხდომაზე იმყოფებოდნენ.

ამინდი