Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამტრედიაში 6 სულიანი ოჯახი სიცოცხლისთვის საშიშ სახლში ცხოვრობს

თარიღი : 23-02-2017, 00:51 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში მცხოვრები 6 სულიანი, კოხრეიძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს.

ოთახში, სადაც 4 მცირეწლოვან ბავშვს სძინავს, ჭერიდან წყალი ჩამოდის, იატაკიდან ქვეწარმავლები ამოდიან, დაზიანებული კედლებიდან კი ქარი უბერავს.

"ენით აღწერა შეუძლებელია იმისა, თუ როგორია ის ოთახი, სადა მე, ჩემი ქმარი და ჩემი 4 მცირეწლოვანი შვილი ვცხოვრობთ. ამ ოთახში მაქვს მისაღებიც, სამზარეულოც, აბანოც და ყველაფერი. სხვაგან წასავლელი არსად მაქვს, ეს სახლიც მეზობელმა მათხოვა, ჩემი სახლი 12 წლის წინ დაინგრა და ნანგრევებიდან ძლივს გამოვასწარით,"-აცხადებს ინგა ხარაიშვილი.

ოჯახის მდგომარეობაზე საუბრობენ მეზობლებიც. ადგილობრივები ამბობენ, რომ კოხრეიძეების ოჯახს სოფელში ყველაზე მეტად უჭირს. მეზობლები შესაბამის უწყებებს ოჯახის დახმარების თხოვნით მიმართავენ.

"გამგეობამ ან ვინმე კეთილმა ადამიანმა ამ ოჯახს, რომ სამშენებლო მასალები მისცეს, მთელი სოფელი ფეხზე დავდგებით და აშენებაში დავეხმარებით. საოცრად კარგი ოჯახია და გული გვეწვება ამათი საცოდაობით. საჭმლის ფული არ აქვთ და სახლს როგორ აიშენებენ,"- ამბობს სოციალურად დაუცველი ოჯახის მეზობელი მზია დარსაველიძე.

კოხრეიძეების პრობლემას კარგად იცნობენ ადგილობრივ თვითმმართველობაში. მუნიციპალიტეტის პირველი პირი ვალერიან ფოცხვერია აცხადებს, რომ საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფას ისინი არსებული ბიუჯეტით ვერ შეძლებენ, თუმცა ოჯახის სურვილის შემთხვევაში გამგეობა მრავალსულიან ოჯახს ფართს უქირავებს.


ნანახია: 2207-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოციალურად დაუცველი ოჯახის მეზობლები ამბობენ, რომ გოგსაძეების ოჯახის მსგავსად მუნიციპალიტეტში არავის უჭირს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში მცხოვრები ხარაბაძეების ოჯახი 4 წლის წინ მოხსნილი სოციალური დახმარების აღდგენას
სოციალურად დაუცველ ოჯას ცერემბლარული დამბლით დაავადებული მცირეწლოვანი ბავშვი ჰყვათ
როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, წვიმის დროს სახლში წყალი ჩამოდის, რის გამოც ოჯახის წევრები ერთ ოთახს აფარებენ თავს. ხელაძეები
ბაღდათის რაიონის სოფელ ფერსათში მცხოვრები ლილუაშვილების ოჯახი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.

ამინდი