წყალტუბოს საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს
თარიღი : 6-12-2013, 17:54 | კატეგორია: ახალი ამბები

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს.
აღნიშნულ თანამდებობაზე საკრებულოს წევრთა ხმათა უმრავლესობამ კახა ბაბუნაშვილი აირჩია, რომელიც ამ დრომდე საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იყო.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ნოდარ კაპანაძეს 4 თვე ეკავა. ის ამ თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც წყალტუბოს საკრებულოს დეპუტატებმა საკრებულოს "ნაციონალი" თავმჯდომარე მამუკა საღარეიშვილი იმპიჩმენტით თანამდებობიდან გადააყენეს.
კაპანაძის თანამდებობიდან გაშვების არაოფიციალურ მიზეზად კი წყალტუბოს საკრებულოში შეცდომით გამოცხადებული კონკურსი სახელდება.