Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანო მერაბიშვილმა ქუთაისის საქალაქო სასამართლო დატოვა

თარიღი : 6-12-2013, 16:59 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესი ვანო მერაბიშვილმა მის დასრულებამდე დატოვა.
მერაბიშვილის თქმით, პროცესზე მის დასწრებას აზრი არ ჰქონდა, რადგან როგორც აღნიშნა, ბრალდების მხარის მიერ მოყვანილი მოწმეები ერთსა და იმავეზე საუბრობდნენ.
„უნდა წავიდე თბილისში. ცუდი ამინდია და დიდი გზა მაქვს გასავლელი,“ - განაცხადა მერაბიშვილი.
ზურაბ ჭიაბერაშვილისა და ვანო მერაბიშვილის ადვოკატის ოთარ კახიძის განცხადებით, ამ დროისათვის დაკითხული 150 მოწმიდან არც ერთი მათგანი არ ადასტურებს რაიმე შეხებას მერაბიშვილთან ან ჭიაბერაშვილთან.
„პროკურატურას უნდა როგორმე გაწელოს მერაბიშვილის პატიმრობაში ყოფნის პროცესი. ამ ტემპით 2017 წლამდე ალბათ დავასრულებთ მოწმეთა დაკითხვას,“ - ამბობს კახიძე.
კახეთის ყოფილი გუბერნატორისა და სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის განხორციელებაზე ერთ-ერთი ბრალდებულის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, პროკურატურას ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოწმეების წარმოდგენა უჭირს, ხოლო თბილისში, პროკურატურაში მოწმეებს „ამუშავებენ“.
ჭიაბერაშვილისა და მერაბიშვილის საქმეზე მორიგი პროცესი მომავალ კვირაში, 12 დეკემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა. დღევანდელი პროცესის გადადების მიზეზად კი მოწმეთა გამოუცხადებლობა დასახელდა.


ნანახია: 1932-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 8 ნოემბერს
ვანო მერაბიშვილის განცხადებით, მის საქმეში არსებული 4 500 მოწმის დაკითხვას 7-8 წელი დასჭირდება, ამიტომ, მერაბიშვილი პროკურატურას
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმის არსებითი განხილვა შესაძლოა გადაიდოს.
ვანო მერაბიშვილის მეუღლის თაკო სალაყაიას განცხადებით, მას სასამართლოს ობიექტურობის იმედი აქვს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმის არსებით განხილვაზე დღეს, ბრალდების მხარის 4 მოწმე
ვანო მერაბიშვილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სპეციალური ბადრაგის თანხლებით მიიყვანეს. ასევე სასამართლოში უკვე მივიდა კახეთის

ამინდი