Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

21-22 თებერვალს ქუთაისში, სამტრედიასა და ტყიბულში შუქის მიწოდებაზე შეზღუდვაა

თარიღი : 21-02-2017, 18:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ელექტროგამანაწილებელ ქსელში გეგმიური პროფილაქტიკური და მიმდინარე სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით დაგეგმილი სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს:

21 თებერვალს ქუთაისში 11:00-დან 14:00 საათამდე გამოირთვება ფიდერი №5-ა, რის გამოც ელექტროენერგია შეეზღუდება დაახლოებით 870 აბონენტს გელათის (ნაწ.), კოსტავას, 26 მაისის, ნიუპორტის ქუჩებზე, ხოლო 14:00-დან 17:00 საათამდე ფიდერი №6 - 400 აბონენტი გოგებაშვილის, თბილისის ქუჩაზე.

სამტრედიაში 11:00-დან 14:00 საათამდე გამოირთვება ფიდერი №10, რის გამოც ელენერგია შეეზღუდება 1 აბონენტს კოსტავას ქუჩაზე.

22 თებერვალს ქუთაისში 11:00-დან 14:00 საათამდე გამოირთვება ფიდერი №59, რის გამოც ელექტროენერგია შეეზღუდება დაახლოებით 390 აბონენტს დვალიშვილის, ვარლამიშვილის, გაპონოვის, ნიუპორტის ქუჩებზე, ხოლო 14:00-დან 17:00 საათამდე ფიდერი №16 - 340 აბონენტი იაშვილის, ტიციან ტაბიძის ქ.

სამტრედიაში 11:00-დან 14:00 საათამდე გამოირთვება ფიდერი №11, რის გამოც ელენერგია შეეზღუდება დაახლოებით 1640 მომხმარებელს გამარჯვების, ნინოშვილის, ბათუმის, გურამიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

ქ. ტიბულში 11:00-დან 14:00 საათამდე ელენერგიის მიწოდება ეუწყდება დაახლოებით 460 აბონენტს გიორგაძის, გორგოძის, რობაქიძის, სოლომონ მეორეს და მიმდებარე ქუჩებზე.

საქართველოს რკინიგზის მოთხოვნით ქვესადგურ „ხრესილი წევის“ გამორთვის გამო 11:00-დან 14:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება 1200-მდე მომხმარებელს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხრესილი, სოჩხეთი, ბუეთი, კისორეთი, ახალდაბა, წყნორი და მიმდებარე სოფლებში.


ნანახია: 1872-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ელექტროგამანაწილებელ ქსელში გეგმიურ-პროფილაქტიკური და მიმდინარე სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით ელექტროენერგიის მიწოდება
ამის შესახებ ინფორმაციას 'ენერგო პრო ჯორჯია' ავრცელებს.
"ენერგო პრო ჯორჯია" აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"ენერგო პრო ჯორჯია" დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, მოსახლეობას შუქის მიწოდების შეწყვეტის შესახებ აფრთხილებს.
ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სამუშაოების გამო.

ამინდი