Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოელი კალათბურთელები საუკეთესო ათეულში არიან

თარიღი : 20-02-2017, 17:12 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გასული კვირის ტოპ მოთამაშეებში 2 წყალტუბოელი კალათბურთელი მოხვდა.

ტოპ ათეულის პირველი ადგილი წყალტუბოს კლუბში მოთამაშე ამერიკელმა ლეგიონერმა ტრავანტე უილიამსმა (197-F-93) დაიკავა. მესამე ადგილზე კი დიმიტრი სვირიდოვი (212-C-85) მოხვდა.

წყალტუბოს კლუბში მოთამაშე ტრავანტე უილიამსმა 14 თებერვალს ქუთაისში გამართულ შეხვედრაში „ა“ ლიგის რეკორდი დააფიქსირა. 23 წლის ამერიკელმა ლეგიონერმა ორმაგი დუბლით 48 ქულა მოაგროვა და 12 მოხსნა.

დიმიტრი სვირიდოვმა კი 14 თებერვლის თამაშში 18 ქულა მოაგროვა, 19 მოხსნა და 5 სროლა ჰქონდა ბოლო რაუნდში.

„წყალტუბომ“ სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს (სეუ-ს) უმასპინძლა და მეორე ოვერტაიმში, 99:94 დაამარცხა – ეს ძალიან კარგი ფაქტია ჩვენთვის. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ გვაკლდა ამერიკელი გამთამაშებელი და მთავარმა მწვრთნელმა - ზურა ტომარაძემ გუნდი დატოვა. რეკორდის დაფიქსირება დიდ შრომასთან არის დაკავშირებული და ჩვენ ეს შევძელით. ტრავანტე უილიამსმა "ა" ლიგის რეკორდი მოხსნა და ამით წყალტუბოს გუნდი ძალიან დააწინაურა. წყალტუბოს გუნდი უფრო და უფრო კარგ ფორმაში იქნება და საინტერესო თამაშებს შემოგთავაზებთ," – ამბობს დავით როყვა, საკალათბურთო კლუბის "წყალტუბოს" დირექტორი და მთავარი მწვრთვნელი.

"წყალტუბო" შემდეგ თამაშს "თსუ ჰიუნდაისთან" 21 თებერვლას გამართავს. თამაში თბილისში, ოლიმპიურ სპორტის სასახლეში, 16:00 საათზე შედგება.

შეგახსენებთ, რომ საკალათბურთო გუნდი "წყალტუბო" საქართველოს "ა" ლიგაში მე-5 ადგილს იკავებს.


ნანახია: 1758-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს საკალათბურთო პირველობაზე სუპერლიგის 22-ე ტური ბათუმსა და ქუთაისში გამართული მატჩებით დაიწყო.
რევაზ ძოძუაშვილის შემდეგ ქუთაისის „ტორპედო“-ს გიორგი დარასელია გაწვრთნის.
გუნდი ამჯერად ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს დაუპირისპირდება.
ტურის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლები წყალტუბოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ.
უმაღლესი ლიგის საგზური ,,ბაგრატმა“ თბილისის ,,დინამო“-სთან 27:3 მოგებით მოიპოვა.
პროექტის: 'ვსწავლობთ ხალისით'-ჭიათურის სკოლათა ოლიმპიადა 'ჯორჯიან მანგანეზის' თასისთვის' 2017 წლის სეზონი დასრულდა.
ნიშნიანიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ძველ გვარდიას ზურაბიშვილის გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის, ის ინაუგურაციაზე დასასწრები მოსაწვევის გარეშე დატოვეს.
2019 წლის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ამინდი