ჭიათურის გამგებლის გადაწყვეტილებით, ჭიათურაში ტურისტული ცენტრის მშენებლობისთვის ადგილს გამოყოფენ
თარიღი : 20-02-2017, 15:37 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ორშაბათის ოპერატიულ თათბირს, რომელსაც ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ კუპატაძე წარმართავდა, გამგებლის მოადგილეები და გამგეობის სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ. გამგებელმა პირადად გადაამოწმა სასმელი წყლის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხით მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა. ადგილობრივი სერვის-ცენტრების ხელმძღვანელების განცხადებით, დღესდღეობით მუნიციპალიტეტს წყლის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მომარაგების მხრივ პრობლემა არ აქვს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ნინოშვილის ქუჩაზე ახალი გარე განათების ქსელის მოწყობისა და ქალაქში სახლების ახლიდან გადანომრვის თაობაზე. თათბირზე გარე მოვაჭრეებისთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფასა და ტურისტული ცენტრის მშენებლობისათვის ტერიტორიის გამოყოფის საკითხზეც იმსჯელეს.
ჭიათურის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ იურიდიული განყოფილების უფროსს გარემოს დაცვის სამინისტროს მისამართით ინერტული მასალების გამოყოფის საკითხზე წერილის მომზადება დაავალა.
NS