Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პარლამენტი იმ კანონპროექტის განხილვას ითხოვს, რომელიც მართვის მოწმობის 100-ქულიან სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს

თარიღი : 19-02-2017, 19:25 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
ერთწლიანი პაუზის შემდეგ, პარლამენტი ”საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების და მასთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვას უბრუნდება. საკანონმდებლო პაკეტს ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი წარუდგენს.

კანონპროექტით გათვალისწინებულია მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის შემოღება. აღნიშნული ქულები ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში მცირდება. ქულების განულების შემთხვევაში კი, მართვის მოწმობის მფლობელს მოწმობა გაუუქმდება და მას გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს.

საგზაო მოძრაობის მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები რიგ დარღვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას და ცვლილებების “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ასახვას ითვალისწინებს.

“საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონსა და რამდენიმე სხვა კანონში დაგეგმილი ცვლილება ასევე ითვალისწინებს მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვას, თუმცა არსებული ინფორმაციით, აღნიშნული აკრძალვა შესაძლოა არ ამოქმედდეს და ინიცირებული პროქტიდან შესაბამისი ჩანაწერის ამოღება მოხდეს.


ნანახია: 2662-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ინიციატორი მთავრობაა, ითვალისწინებს მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის დაკავშირებას და უკონტაქტო
პარლამენტი ავტომობილებთან და საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის დაწყებისთვის ემზადება.
როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით 2017 წელს რამდენიმე სიახლე აქვს დაგეგმილი.
საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვების დაწყებამდე შინაგან საქმეთა
მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდა.

ამინდი