Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალბურთში, სასკოლო პირველობის ფინალურ მატჩში პირველმა საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

თარიღი : 18-02-2017, 16:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, საცურაო კომპლექს "ლაგუნაზე" წყალბურთში სასკოლო პირველობის ფინალური მატჩი და ტურნირის დახურვა გაიმართა. ღონისძიებას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი დაესწრო, რომელიც ამავდროულად იმერეთში სპორტის საწყლოსნო სახეობების ფედერაციის პრეზიდენტია.

ფინალურ მატჩში ერთმანეთს ქუთაისის პირველი და ოცდამეთექვსმეტე საჯარო სკოლის გუნდები შეხვდნენ. გამარჯვება ამჯერად პირველი საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. ფინალში გასული გუნდები საკრებულოს თავმჯდომარემ და სპორტის დამსახურებულმა ოსტატმა, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა, ოლიმპიური პრიზის მფლობელმა, მიხეილ გიორგაძემ მედლებითა და თასებით დააჯილდოვეს.

საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი ფინალური მატჩის დაჯილდოების ცერემონიალს შვილებთან ერთად დაესწრო.


ნანახია: 2334-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეჯიბრის დაწყებამდე საკრებულოს თავმჯდომარე მონაწილე გუნდებს შეხვდა და წარმატება უსურვა.
გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ სასკოლო ოლიმპიადის რეგიონალურ ეტაპზე, რომელიც სტარტს 15 აპრილს აიღებს.
გამარჯვებულები ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა

ამინდი