'ეს კორპუსი შეცვლის თანამედროვე საბიბლიოთეკო და სტუდენტურ ცხოვრებას',- თანამედროვე ბიბლიოთეკა წერეთლის უნივერსიტეტში

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში თანამედროვე ბიბლიოთეკის აშენების პროექტის განხორციელება 2 წელზეა გათვლილი. არსებული გეგმით, მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება, ხოლო 2018 წლის დასასრულს ბიბლიოთეკის შენობის ინვენტარიზაცია მოხდება.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში,ბიბლიოთეკის კორპუსის აშენების იდეა უნივერსიტეტის რექტორს,გიორგი ღავთაძეს ეკუთვნის. ბიბლიოთეკა უნივერსიტეტის უკანა ეზოში განთავსდება.
„ეს იქნება თანამედროვე ტიპის ბიბლიოთეკა,სადაც განთავსდება უნივერსიტეტის ძირითადი წიგნადი ფონდი და ნებისმიერ მკითხველს შეეძლება ღია სტელაჟების საშუალებით სასურველი წიგნის აღება და კომპიუტერული რესურსებით სარგებლობა. იქნება,როგორც საერთო, ასევე ჯგუფური სამკითხველო დარბაზები. გარდა ამისა, იქნება ერთ კაციანი კაბინები,სადაც შესაძლებელი იქნება იზოლირებულად მუშაობა. შენობაში განთავსდება დიდი საკონფერენციო დარბაზი,რომელში განთავსდება ფაბლაბის ინოვაციური ცენტრი. ბიბლიოთეკა ტერასული ტიპის იქნება, რომლებზეც იფუნქციონირებს სწრაფი კვების ობიექტები,“ - ამბობს წერეთლის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი ჭიჭინაძე.
მისივე თქმით, ბიბლიოთეკის საქმიანობის პრიორიტეტი სასწავლებლის სტუდენტების მომსახურება იქნება.
„თუმცა სიამოვნებით მოვემსახურებით რიგით მოქალაქეებსაც. ამასთანავე, ბიბლიოთეკით სარგებლობა ყველასთვის იქნება სრულიად უფასო. აღსანიშნავია ის ინოვაციური იდეა,რომლის მიხედვითაც, თაროებიდან აღებული წიგნების ადგილის მოძებნას დრონი მოახერხებს. ეს კორპუსი შეცვლის თანამედროვე საბიბლიოთეკო და სტუდენტურ ცხოვრებას, ეს არ იქნება მარტო ბიბლიოთეკა, არამედ დასასვენებელი ადგილიც კი,“ - აღნიშნავს გიორგი ჭიჭინაძე.
წერეთლის უნივერსიტეტში თანამედროვე ბიბლიოთეკის პროეექტის განხორციელება უნივერსიტეტის, განათლების სამინისტროსა და ქუთაისის მერიის ერთობლივი დაფინანსებით ხდება.
მარიამ კვერნაძე