Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა სამუშაოები ჩატარდა 2016 წელს იმერეთის რეგიონში?-იმერეთის გუბერნიის ანგარიში

თარიღი : 16-02-2017, 13:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
2016 წელს იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, როგორც სახელმწიფო ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 46 960 533 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას გუბერნიის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში მიმდინარე წელს 126 პროექტი შესრულდა, მათ შორის პირველი რიგის პრიორიტეტს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წარმოადგენდა. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის კი ყველა მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი ბიუჯეტებიდან დამატებით კიდევ 3 145 016 ლარი გამოყო. მხარეში გზების რეაბილიტაციაზე 28 624 954 ლარი დაიხარჯა. გარდა საავტომობილო გზების მშენებლობისა იმერეთის რეგიონში აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამედიცინო, სკოლამდელ, საგანმანათლებლო, კულტურულ, ადმინისტრაციულ, სპორტულ შენობებს. სოფლებში გაიხსნა საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრები და ამბულატორიები. მოეწყო სანიაღვრე და წყლის სისტემები. ასევე, აქტიურად მიმდინარეობდა გაზიფიცირების სამუშაოები.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2016 წელს იმერეთის მხარეში 8 462 757 ლარის პროექტები განხორციელდა.

2016 წელს სახელმწიფო პროგრამების ,,აწარმოე საქართველოში“ და ,,დანერგე მომავალი“ ფარგლებში მცირე და საშუალო საწარმოების ფუნქციონირებაც დაიწყო.


ნანახია: 2116-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის განმავლობაში პროექტებზე ჯამში 59 169 130 ლარი დაიხარჯა.
იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ, პაატა ნადირაძემ და ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა მხარის
განხორციელებულ პროექტებზე, პროგრამებსა და მათ სამომავლო გეგმებზე მოსახლეობას ანგარიშს იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი და

ამინდი